დაბრუნდება სამუელ ეტო’ო "ინტერში"?

AutoSharing Option
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 32 წლის სამუელ ეტოო ახლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

კამერუნელი ფორვარდი რუსულ "ანჟიში" სწორედ იტალიიდან, კერძოდ კი "ინტერიდან" გადავიდა და შესაძლოა, ამავე გუნდში დაბრუნდეს. დიახ, ეტოოს გადაბირებით მილანური გრანდის მესვეურები არიან დაინტერსებული და გავრცელებული ცნობის თანახმად, მოლაპარაკებასაც აწარმოებენ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, რუსები სამუელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, მილანელებს კი 15 მილიონის გადახდა სურთ, მახაჩკალელთა მოთხოვნილი თანხა მართლაც სოლიდურია, მით უმეტეს, ლაპარაკი 32 წლის ფეხბურთელზეა.

ამასობაში, სამუელ ეტოოს გადაბირების სურვილი "ნაპოლის"
მესვეურებმაც გამოთქვეს და კულუარული ინფორმაციით, 20 მილიონი ევროც გვერდზე გადადეს. ნეაპოლელებს ფული არ უჭირთ და იმავე "გაძეტას" მტკიცებით, ამ დუელში ფავორიტები არიან. ჯერჯერობით, სამხრეთელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კი შემდეგი განაცხადა:

"ეტოო ნამდვილი "ინტერისტაა" და ბედნიერი ვიქნები თუ ერთ მშვენიერ დღეს მას კიდევ ვიხილავ შავ-ლურჯი მაისურით, ჯერჯერობით, რუსებთან მოლაპარაკების პროცესი არ დაგვიწყია, მაგრამ სამომავლოდ ვერაფერს გამოვრიცხავ. სამუელი დღემდე შესანიშნავ ფორმაშია და ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მახაჭყალის "ანჟი" ხუხულასავით დაიშალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული