ფანებისგან შეურაცხყოფილი "ბრეშას" მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო 3-დღიანი გაქრობის შემდეგ იპოვეს

AutoSharing Option
უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი სერია B-ს კლუბ "ბრეშაში" - გუნდის თავკაცი მარკო ჯამპაოლო, უბრალოდ, გაქრა და მხოლოდ სამი დღის თავზე გამოჩნდა.

ჯამპაოლო მას შემდეგ გაქრა, რაც მას "ბრეშას" უკმაყოფილო ფანებთან შეხვედრა ჰქონდა და მისი მისამართით ერთი-ორი უსიამოვნო ფრაზაც მოისმინა.

მწვრთნელი არ გამოჩენილა გუნდის ვარჯიშებზე, მან ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩიც გააცდინა!

ჟურნალისტებს მწვრთნელის ძმა ფედერიკო ჯამპაოლო წარუდგა:

"ის კარგად არის და ახლა თავის სახლში იმყოფება სანაპიროზე. მარკოს ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ამიტომ მისი პოვნა ვერავინ შეძლო.

რაც შეეხება "ბრეშასთან" დაკავშირებულ სიტუაციას, მე
მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბს გადადგომა ს
თხოვა და უარი უთხრეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული