პოლ პოგბა: ბურთი უხეიროდ მივიღე და დავამუშავე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელმაც "ნაპოლის" კარში ეფექტური გოლი გაიტანა, აღიარა, რომ ბურთის დამუშავებისას უხეიროდ გაისარჯა.

ფერნანდო ლორენტეს, ანდრეა პირლოსა და პოლ პოგბას გოლებმა სერია A-ს XII ტურში "ბებერ ქალბატონს" დამაჯერებლად გაამარჯვებინა "ნაპოლისთან" - 3:0.

"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კვლავაც გავუტანე. ამ გოლმა სერია A-ში ჩემი პირველი მატჩი გამახსენა. ამჯერად ბურთი უხეიროდ მივიღე და დავამუშავე, მაგრამ მაინც დავარტყი და საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.

თანაგუნდელები სულ მეუბნებიან, რომ კარგი დარტყმა მაქვს და მეტოქის კარში ხშირად ვურტყა. და აი, მეც
ვცდილობ. ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდაო, მითხრეს - გაოცებული ვარ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ. პირველ რიგში, ყურადღება საკუთარ თამაშს უნდა მივაქციოთ და შემდეგ უნდა ვუყუროთ კონკურენტთა შედეგებს.

არ ვიცი, არის თუ არა "ნაპოლი" უძლიერესი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც გვითამაშია. აშკარაა, რომ ეს გუნდი შინ სხვა სტილში ირჯება და მის წინააღმდეგ ყოველთვის ძნელია თამაში",
- აქვეყნებს პოგბას ნათქვამს Football-Italia.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XII ტური: გატყდა "რომა"? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული