იტალია. სერია A. XII ტური: გატყდა "რომა"? [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, რომლის შესახებაც 12 ნოემბრის ნომერში დეტალურად მოგითხრობთ, დღეს კი ყურადღება სხვა თემებზე გავამახვილოთ: "რომას" მიჯრით მეორე ფრე, "მილანის" მორიგი წარუმატებლობა და ხავიერ ძანეტის დაბრუნება.

"რომამ" ვერც "სასუოლოს" მოუგო
როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რუდი გარსიამ განაცხადა, "რომას" "სასუოლოსთან" ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა გაემართა - გამართა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები. ბევრმა ივარაუდა, რომ 10 მოგებული მატჩის შემდეგ ტურინში გაჩერება გუნდზე მძიმედ იმოქმედებდა და "სასუოლოსთან" ფრემ ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.

"ჯალოროსის" ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ვერც იმას
დავიჩემებთ, რომ დედაქალაქელები ორი თავით სჯობდნენ მეტოქეს. მასპინძელთა იერიშებს სიმწვავე აკლდა, სტუმრები კი პერიოდულად კონტრშეტევებზე მწარედ იჩხვლიტებოდნენ.

მოკლედ, "სასუოლომ" იბრძოლა და მატჩის უკანასკნელ წუთზე გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმა დომენიკო ბერარდის ანგარიშზეა, რომელმაც წინა ტურში "სამპდორიას" ჰეთ თრიქი შეუსრულა. ერთი სიტყვით, "სასუოლოს" გამტანი ფორვარდი გამოუჩნდა, ასეთი ფეხბურთელი კი "რომას" ნამდვილად აკლია, განსაკუთრებით, ბოლო ტურებში.

მატჩის შემდეგ რუდი გარსია ემოციებს ვერ მალავდა: "ძალიან დასანანია, რომ უკანასკნელ წუთზე გოლი გავუშვით და მატჩის მოსაგებად დრო, ფაქტობრივად, აღარ დაგვრჩა. 1:0 სარისკო ანგარიშია და ამად იყო, შეგირდებს შეტევაში წასვლისკენ რომ მოვუწოდებდი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი რამ ვერ შევასრულეთ და შედეგად, დავისაჯეთ. "სასუოლოსთან" ფრედ კარგი გაკვეთილი უნდა იყოს - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო ტურში გულშემატკივრებმა სხვა "რომა" იხილონ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ძანეტის დაბრუნება
"ინტერმა" "ლივორნოს" უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მილანელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, მეტსაც გაიტანდნენ. თუმცა მეტოქემაც გაიბრძოლა და მთლიანობაში, კარგი თამაში გამოვიდა. მილანელთაგან მეორე გოლი იუტო ნაგატომომ გაიტანა, პირველი კი "ლივორნოს" გოლკიპერმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

და ყველაზე მთავარი: მოედანს უბერებელი ხავიერ ძანეტი დაუბრუნდა. დიახ, "ინტერის" ლეგენდარული კაპიტანი სრულად გამოჯანმრთელდა და ბოლო ათი წუთი ითამაშა კიდეც. ბუნებრივია, "ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილი ტიფოზები ხავიერს მხურვალედ შეეგებნენ, ფეხზე დაუდგნენ და არც ტაში დააკლეს. ნამატჩევს მრავლისმნახველი ძანეტი ემოციებს აჰყვა:

"ვიცოდი, რომ გულშემატკივრები თბილად მიმიღებდნენ, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ველოდი. ბოლო ათი წუთი ტიფოზები ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც არასდროს დამავიწყდება. ნამდვილად ღირდა მოედანზე დაბრუნება და ამ ყველაფრის შეგრძნება. კარგი მატჩი გამოვიდა, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

ამ სეზონში "ინტერს" უმაღლესი მიზნების მიღწევა ძალუძს, რაც მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის დამსახურებაა"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანის" ვარდნა გრძელდება
"მილანი" მეათე ადგილზე იყო და ამავე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ლიდერებთან კიდევ უფრო დაშორება სწორედაც რომ ვარდნაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ვერც "კიევოს" მოუგო გასვლაზე და კიდევ უფრო გაირთულა მდგომარეობა. "მილანის" კრიზისი ღრმავდება და სადამდე მივა ეს ყველაფერი, რთული სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ "კიევო" სერია A-ს მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერია და ამ გუნდთან ფრე სწორედაც რომ მარცხის ტოლფასია.

მილანელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ. თავად განსაჯეთ, ალეგრის შეგირდებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და აქედან მხოლოდ 3-ჯერ წავიდა ბურთი კარის ჩარჩოში.

"მილანს" მარიო ბალოტელი აკლდა და ვერც რიკარდო კაკამ იფრინა. შედეგად, კიდევ ერთი უნიათო თამაში და მორიგი დაკარგული ქულები. ბოლოს სიტყვა მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ, რომელსაც ჟურნალისტთა ნაწილი პოსტიდან გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებს:

"ბევრი მომენტი გავატანეთ ქარს და ეს მაშინ, როდესაც მეტოქე ხეირიანად არც კი გადმოსულა ჩვენს ნახევარზე. შეგირდთა გარჯით, მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ და ვერც ვითხოვ მათგან უფრო მეტს. ცოტა იღბალი რომ გვქონოდა, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით და დღეს "მილანის" კრიზისის დაძლევაზე ილაპარაკებდნენ. შევინარჩუნებ თუ არა პოსტს? - ვერაფერს გეტყვით, ეს კლუბის მესვეურთა გადასაწყვეტია"
.

სერია A. XII ტური

კატანია-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ლოპესი (30-პენ.).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - როლინი, ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო - პანაიოტისი, გუარენტე (65. ალვარესი), ალმირონი (49. ისკო) - კეკო (71. ლეტო), ლოპესი, კასტრო.
უდინეზე (4-5-1): ბრკიჩი - ერუ (61. ლოპესი), დანილო, დომიცი (90. ნალდო), გაბრიელ სილვა - ბასტა, პერეირა, პინცი (83.Aალანი), ლაძარი, ფერნანდესი - მურიელი.
გაფრთხილება: გუარენტე, ლოპესი - დომიცი, ბასტა, პინცი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-14 (4-1); ბურთის ფლობა: 34%-67%.
მაყურებელი: 16 000

ინტერი-ლივორნო 2:0
გოლები: 1:0 ბარდი (30-საკ. კარში), 2:0 ნაგატომო (90).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სამუელი, როლანდო - ჯონატანი, ტაიდერი (82. ძანეტი), კამბიასო, ალვარესი (59. კოვაჩიჩი), ნაგატომო - გუარინი (71. ბელფოდილი) - პალასიო.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, ვალენტინი, ემერსონი - მბაიე, სკატარელა, ლუჩი, დუნკანი (46. ბენასი), ჯემიტი (87. ბორა) - პაულინიო, სილიგარდი (65. ემეგარა).
გაფრთხილება: რანოკია, როლანდო, სამუელი - სკატარელა, დუნკანი, პაულინიო.
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-9 (4-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 50 000

ჯენოა-ვერონა 2:0
გოლები: პორტანოვა (29), 2:0 კუჩკა (35).
ჯენოა (3-4-2-1): პერინი - ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი - ვრსალკო, კოფიე, მათუზალემი (61. ლოდი), ანტონელი (51. მარკეზე) - ფელტფატციდისი, კუჩკა (89. ლოდი) - ჯილარდინო.
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე (60. კაჩა), გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი - რომულო, ფრელო, ალფრედსონი (29. დონატი) - იტურბე (71. მარტინიო), ტონი, იანკოვიჩი.
გაფრთხილება: რანოკია, როლანდო, სამუელი - სკატარელა, დუნკანი, პაულინიო.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-14 (3-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 22 000

ატალანტა-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 ბრივიო (73), 1:1 ბიანკი (78), 2:1 ლივაია (90).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - კანინი, სკალონი, სტენდარდო, ბრივიო - რაიმონდი, მილიაჩო (66. ბაზელი), ჩიგარინი, მორალესი (86. ბრიენცა) - ლივაია, დე ლუკა (57. მარილუნგო).
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, სორენსენი - კრესპო (74. ბიანკი), კონე, კრჰინი, ლაქსალტი (66. დელა როკა), მორლეო - დიამანტი - კრისტალდო (82. ხრისტოდოლოპულოსი).
გაფრთხილება: მილიაჩო, ლივაია - ანტონსონი, დიამანტი.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-9(3-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 კონტი (43), 1:1 იმობილე (52), 2:1 კონტი (88).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - როსეტინი, პიზანო (75. კოსუ), ასტორი, მურუ - კონტი, დესენა, ერიკსონი - ნაინგოლანი (88. კაბრერა) - საუ (80. იბრაიმი), იბარბო.
ტორინო (4-3-3): პადელი - გლიკი, დარმიანი, მორეტი, ელ ქადური - ვივესი, გაცი, ბელომო (69. ელ ქადური) - დამბროზიო, ჩერჩი, იმობილე.
გაფრთხილება: პიზანო, კონტი, ნაინგოლანი, იბარბო - მორეტი, ვივესი, ელ ქადური, ბელომო.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 8-6 (5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

კიევო-მილანი 0:0
კიევო (3-5-2): პუჯონი - ცეზარი, ფრეი, დაინელი - სარდო, პამიჩი, ესტიგარიბია (46. ჰეტემაი), რადოვანოვიჩი, რიგონი - თერეუ (65. პელისიერი), პალოსკი (78. აკოსტი).
მილანი (4-4-1-1): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, ემანუელსონი - მუნტარი (66. რობინიო), მონტოლივო, დე იონგი, პოლი (78. კონსტანტი) - კაკა (85. კრისტანტე) - მატრი.
გაფრთხილება: ცეზარი, რიგონი (კიევო).
გაძევება: პელისიერი (90) - მონტოლივო (83).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-17(2-3); ბურთის ფლობა: 25%-75%.
მაყურებელი: 15 000

პარმა-ლაციო 1:1
გოლები: კეიტა (50), 1:1 ლუკარელი (64).
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფელიპე - როზი, პაროლო, მარკიონი, ობი (26. ვალდესი), გობი - კასანო (81. ამაური), პალადინო (45. სანსონე).
ლაციო (4-3-3): მარკეტი - პერეირინია (86. კავანდა), ნოვარეტი, ცანა, რადუ - ერნანესი (70. ბილია), ლედესმა, ონაზი - კეიტა, კანდრევა, კლოზე (84. ფლოკარი).
გაფრთხილება: ფელიპე, პაროლო - პერეირინია, კლოზე.
გაძევება: როზი (86. პარმა).
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-10(4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 18 000

რომა-სასუოლო 1:1
გოლები: 1:0 ლონგი (19-საკ. კარში), 1:1 ბერარდი (90).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბურდისო, ბალცარეტი - პიანიჩი (75. კაპრარი), დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (84. მარკინიო), ლიაიჩი, ბორიელო (33. ბრედლი).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - ანტეი, აჩერბი, ბიანკო - გაცოლა (71. კურტიჩი), მისიროლი (64. ფარიასი), მანიანელი (78. ძაძა), ლონგი, მარონე - ფლორო ფლორესი, ბერარდი.
გაფრთხილება: სტროტმანი, ლიაიჩი - მანიანელი, ფლორო ფლორესი, ბერარდი, კურტიჩი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-9 (6-7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 60 000

ფიორენტინა-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 როსი (11-პენ.), 2:0 როსი (17), 2:1 გაბიადინი (74).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - ბორხა ვალერო, აკვილანი, ფერნანდესი (84. ვეჩინო) - ხოაკინი (69. ვარგასი), კუადრადო (79. რებიჩი), როსი.
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - მუსტაფი, პალომბო, რეჯინი - დე სილვესტრი, ობიანგი, ბერარდი (60. გავაცი), კრსტიჩიჩი, გენცოღლუ (52. ვიჟოლეკი) - ედერი, გაბიადინი (84. პოცი).
გაფრთხილება: მუსტაფი, გენცოღლუ, ბერარდი, ედერი (სამპდორია).
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-12 (5-3); ბურთის ფლობა: 55%-34%.
მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 ლორენტე (2), 2:0 პირლო (74), 3:0 პოგბა (80).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, ოგბონა - ისლა, ვიდალი (86. მარკიზიო), პოგბა, პირლო, ასამოა - ტევესი (84. პელუზო), ლორენტე (88. კვალიარელა).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ინლერი (79. საპატა), ბერამი - ჰამშიკი, კალეხონი (71. მერტენსი), ინსინიე - იგუაინი.
გაფრთხილება: ბონუჩი, ვიდალი - ჰამშიკი.
გაძევება: ოგბონა (83. იუვენტუსი).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-12 (10-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბომბარდირები: 11 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 8 - ალესიო ჩერჩი (ტორინო); 7 - როდრიგო პალასიო (ინტერი).

მომდევნო ტური
23 ნოემბერი:
ვერონა-კიევო, მილანი-ჯენოა, ნაპოლი-პარმა;

24 ნოემბერი:
ლივორნო-იუვენტუსი, სამპდორია-ლაციო, სასუოლო-ატალანტა, ტორინო-კატანია უდინეზე-ფიორენტინა, ბოლონია-ინტერი;

25 ნოემბერი: რომა-კალიარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული