შედეგად, "ნერაძური" ჩამორჩა ლიდერებს და დღევანდელი გადასახედიდან, მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის თუ იბრძოლებს. თუმცა, გაძლიერების გარეშე ესეც ნაკლებად სავარაუდო ჩანს, რადგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კონკურენცია ბოლო წლებისთვის არნახულად მაღალია.
მოკლედ, გაძლიერება აუცილებელია და იტალიელი ჟურნალისტებიც ერიკ ტოჰირს შეჰყურებენ - ამ უკანასკნელმა ჟურნალისტის რამდენიმე კითხვას უპასუხა...
- რამდენად
- კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ქულები დავკარგეთ და გავირთულეთ სატურნირო მდგომარეობა. "პარმასთან" თამაში კარგი საყურებელი იყო, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება. ეს რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ.
- ანუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავთ...
- კი, რამდენიმე ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებთ, რადგან სხვაგვარად სასურველი მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება. თუ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გვსურს ასპარეზობა, უნდა გავძლიერდეთ. ამ თემაზე ვალტერ მაცარისთან მექნება საუბარი და შემდეგ უფრო კონკრეტული პასუხი მექნება. ასევე, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაც მოგვიწევს, ძირითადად, იჯარის წესით.
- ვალტერ მაცარის თქმით, რამდენიმე ფეხბურთელი არ იმსახურებს "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას...
- სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე მოთამაშესთან განშორება მოგვიწევს. გავანათხოვრებთ სხვა გუნდში და დავაკვირდებით, საჭიროების შემთხვევაში კი დავიბრუნებთ. ეს აპრობირებული მეთოდია და მას ჩვენც მივმართავთ.
- სწორედ სატრანსფერო საკითხებია თქვენთვის პრიორიტეტული?
- ამ ეტაპზე უფრო ფინანსურ საკითხებზე ვმუშაობ, რათა გარკვეული პრობლემები აღმოვფხვრათ. ფინანსურად გამართული სისტემა და მენეჯმენტი წარმატების საწინდარია. სწორედ ეს მოგვცემს ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობას.
- რა დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ "ინტერს" ძველი დიდება დაუბრუნოთ?
- ჩემი გათვლებით, ორ-სამ სეზონში "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს. საბედნიეროდ, კლუბი ისე არ დასუსტებულა, რომ ვითარების გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდეს. ყველაფერი კარგად იქნება. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "ინტერი" მალე ევროპის უძლიერეს გუნდთა შორის იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ინტერი" თასზე წინ მიიწევს