21 იანვარს, რომში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 79-ე წუთზე ჟერვინიოს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.
"ვფიქრობ, "რომას" უფრო სურდა გამარჯვება. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით.
დღეს ნათლად დავინახეთ, რომ "იუვენტუსს" ორი ძირითადი შემადგენლობა ჰყავს. ამიტომ ვერასდროს ვიტყვით, რომელ რგოლში აქვთ როტაცია.
დღეს კარგად გავისარჯეთ, პირველ ტაიმში ბურთს ჩვენ ვფლობდით. ეს იყო ტაქტიკური გამარჯვება. შესვენების შემდეგ ჩვენ მოცდა ვამჯობინეთ და დაველოდეთ იმ დროს, როდესაც მეტოქე თავისუფალ ზონებს
მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ვითამაშებთ ნახევარფინალში - "ლაციოსთან" თუ "ნაპოლისთან".
რამდენად ძლიერია "რომა"? ამას სეზონის ბოლოს შევიტყობთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შემართებით თამაში და გამოჩნდება, რა შეგვიძლია. თუმცა დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ", - თქვა გარსიამ.