რომა-ნაპოლი 3:2 - ჟერვინიოს პირველი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ "ნაპოლისთან" (3:2) იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მთავარი იყო, გამარჯვება მოგვეპოვებინა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ გოლები არ გაგვეშვა, მაგრამ თამაში შედგა.

შეცდომები ფეხბურთის ნაწილია და "ნაპოლიმ" ისინი გამოიყენა. ვნახოთ, რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, მაგრამ იქ ფინალზე ფიქრით წავალთ.

გაკვირვებული ვარ თუ არა ჟერვინიოს თამაშით? არა. ვფიქრობ, მას უკეთ შეუძლია თამაში და მომატება. მისთვის მთავარი მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობაა.

როგორც ის თავად ამბობს, როცა მას ბურთი აქვს, ის ცდილობს, პასი გააკეთოს ან
გოლი გაიტანოს",
- აღნიშნა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ჟერვინიომ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

საპასუხო მატჩი კი "ნაპოლისა" და "რომას" შორის 12 თებერვალს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Rai Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული