21:45 29-01-2015
იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "იუვეს" თასიც უნდა
AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრიმ გადაახალისა შემადგენლობა და რამდენიმე ისეთ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევათ.
მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში იყო სიმონე პეპე, კინგსლი კომანი, სიმონე პადოინი, ანჯელო ოგბონა და მარკო სტორარი. მასპინძელთა მწვრთნელს ასეთი ფუფუნების საშუალება არ ჰქონდა და მრისხანე მეტოქეს ძირითადი ბირთვი დაუპირისპირა - შედეგად, თამაში თანაბარი გამოდგა, თუმცა ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს და მაშინ, როდესაც ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთიც არ იყო დარჩენილი, გადამწყვეტი გოლი გაიტანეს - თავი შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ ალეგრი კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ იტალიის თასი მისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი იმიტომ ჰყავს, რომ ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლოს.
ვრცლად ისაუბრა რობერტო დონადონიმ, რომელიც ასევე კმაყოფილი იყო შეგირდთა გარჯით; გაიხსენა, რომ "იუვენტუსთან" წინა შეხვედრაში "პარმამ" 7 გოლი გაუშვა, ამჯერად კი თანაბარი ბრძოლა იყო - იქვე, იმედი გამოთქვა, რომ მისი შეგირდები სერია A-შიც ასევე იასპარეზებენ.
შემდეგ ანტონიო კასანოს შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი წასვლა გარდაუვალი იყო - კასანო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ასეთი ფეხბურთელი კი არ გვჭირდებაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული