ლაციო-ჯენოა 0:1 - კაცნაკლულ რომაელებს ძალა აღარ ეყოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს იტალიის სერია A-ს XXII ტურის ბოლოსწინა მატჩი გაიმართა. რომში "ლაციომ" "ჯენოას" უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების შეხვედრა დაძაბული გამოდგა. თამაშში ერთადერთი გოლი გავიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო პეროტიმ (29-ე წუთი) გენუელებს გამარჯვება პენალტით მოუტანა, რომლებმაც ამით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

მანამდე მსაჯმა წითელი ბარათი მასპინძელთა მეკარე ფედერიკო მარკეტის უჩვენა, კაცნაკლულმა "ლაციომ" კი დარჩენილ დროში გათანაბრება ვეღარ შეძლო.

სერია A-ს XXII ტური 11 თებერვალს, "პარმა"-"კიევოს" მატჩით დასრულდება.

იტალია. სერია A. XXII ტური
9 თებერვალი
ლაციო-ჯენოა
0:1

გოლი: 0:1 იაგო (29-პენ.)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ცანა, რადუ - კატალდი (29. ბერიშა), ბილია, პაროლო - კანდრევა (46. ანდერსონი), მაური (81. კეიტა), კლოზე
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, დე მაიო, იძო - რინკონი, ბერტოლაჩი, კუცკა, ედენილსონი - ნიანგი (71. პავოლეტი), პეროტი (78. ლესტინი), იაგო (75. ტამბე)
გაფრთხილება: დე ვრი, ცანა, მაური, კანდრევა - რონკალია, დე მაიო, ბერტოლაჩი, პავოლეტი, ლესტინი
გაძევება: მარკეტი (27. ლაციო)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 26-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 5-8 (1-5); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 35 000

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული