მატია პერინი სამ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
"ჯენოას" 22 წლის მეკარე მატია პერინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ "იუვენტუსთან" მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ადგილი ფედერიკო მარკეტის დაუთმო.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, პერინმა მუხლი გადაიბრუნა და სარეაბილიტაციო პერიოდს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, პერინი ბეწვზეა გადარჩენილი და შეეძლო, რომ გაცილებით მძიმე ტრავმა მიეღო.

მატიას ათი დღე უქმად მოუწევს ყოფნა, შემდეგ მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ ყველაფერი კარგად იქნა, საწვრთნელ პროცესს განაახლებს, მოედანს კი, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული