ალესანდრო დელ პიერო: კიდევ ერთი წელიც ვითამაშებ და...

AutoSharing Option
ალესანდრო დელ პიერო უკვე 40 წლისაა და მიუხედავად ამისა, ახალი გუნდის ძიებაშია. ამასთან, არ მალავს, რომ სამომავლოდ მწვრთნელობას აპირებს და შესაძლოა, ახალ საქმეს იმაზე უფრო ადრე მოჰკიდოს ხელი, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია:

"თავისუფალი აგენტი ვარ და ჯერ კიდევ მაქვს თამაშის სურვილი. რამდენიმე წინადადება მივიღე ევროპული კლუბებიდან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ აღვფრთოვანდი. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო შეთავაზებას მივიღებ და კიდევ ერთი წელი ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოვკიდებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერას დავასრულებ და სამწვრთნელო კარიერას მივყოფ ხელს. თუმცა, ჯერ ბავშვთა გუნდს მინდა
ჩავუდგე სათავეში და ალბათ ახალ საქმეს ამერიკაში დავიწყებ.

მაქვს კონკრეტული შეთავაზება და თან, ძალიან მაცდური. მოკლედ, მწვრთნელობა გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ იქამდე კიდევ ერთი წელი ფეხბურთის თამაში მინდა".

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერო ბოლოს ინდური გუნდის, "დელი დინამოსის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი ავსტრალიურ "სიდნეიში" ასპარეზობდა.

თუ სად მოიხვეჭა სახელი და რომელ გუნდში გაატარა დელ პიერომ კარიერის უდიდესი ნაწილი, შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოში ჩამოიყვანონ, ბევრსაც არ მოითხოვს ხელფასს. ფეხბურთელებს მოტივაციას და გამოცდლებას მისცემს, გულშემატკივარს სტადიონზე მიიყვანს. და ქართული ფეხბურთიც ერთი ნაბიჯს გადადგამს
0
ნეტა ჩვენ ფეხბურთელებს იმის ნახევარი პროფესიონალიზმი მისცა რაც ევროპელებს აქვთ.კაცი უკვე 40 წლისაა, 200 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს და ფეხ ბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ქართველები კი ნახმარ იქსპიატს იყიდიან და ფეხბურთი აღარ უნდათ.სამწუხაროდ სიზარმაცე ჩვენი გენეტიკური მინუსია.
qutaiseli
21:47 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული