გორან პანდევი "ჯენოაში" ითამაშებს

AutoSharing Option
ერთწლიანი განშორების შემდეგ გორან პანდევი იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და კარიერას "ჯენოაში" გააგრძელებს.

31 წლის მაკედონიელმა შემტევმა ბოლო სეზონი "გალათასარაიში" გაატარა, 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი შეაგდო. იქამდე გორანი სწორედ სერია A-ს კლუბებში ასპარეზობდა და თანაც, მრავალი წლის განმავლობაში. ორი წელი ითამაშა "ინტერის" შემადგენლობაში, სამი წელი იცავდა "ნაპოლის" ღირსებას, მთელი ხუთი წელი იყო "ლაციოში", სადაც 159 მატჩი აქვს ჩატარებული და 48 გოლი გატანილი. მოკლედ, პანდევი იტალიაში შინაურია და ამაზე თვითონაც საუბრობს:

"თურქეთში გატარებული დრო ყოველთვის კარგად გამახსენდება, რადგან იქ
ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და "გალათასარაის" საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ იტალიაში დავბრუნდი, იქ, სადაც ჩემი მეორე სამშობლოა.

როდესაც "ჯენოასგან" შემოთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ და მყისვე მივიღე გადაწყვეტილება.

გენუაში ამბიციური გეგმები აქვთ, კარგი შემადგენლობაა და ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული