მისი პროგრამა-მაქსიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა იქნება, თუმცა ამ თამაშით ესეც შეუძლებელი ჩანს და ამად არის, რომ კლუბის მესვეურები მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდნენ. მეტიც, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სტეფანო პიოლის გათავისუფლება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, მის სავარაუდო შემცვლელებთან კი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, რომაელები ჯერ ვალტერ მაძარის შეეხმიანნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი მოლაპარაკების დასკვნით ფაზაშია MLS-ის კლუბ
60 წლის სპეციალისტი ბოლოს "უდინეზეში" მუშაობდა და ძალიან წარმატებულადაც, რადგან მისი თავკაცობით მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდი მუდმივად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. 2014 წელს გვიდოლინმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და "უდინეზეს" ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ კაბინეტში ჯდომა მისი საქმე არ იყო, დატოვა პოსტი და უკვე ერთი წელია, რაც უმუშევარია.
ფრანჩესკომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ სმწვრთნელო კარიერის განახლებაზე ფიქრობს და წესით, "ლაციო" მისთვის საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს. ამ თემაზე და ზოგადად, "ლაციოში" შექმნილ ვითარებაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
"ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ და ბუნებრივია, რომ ამით ძალიან უკმაყოფილოები ვართ. ზოგადად, გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო და გამოსავალი დროზე უნდა ვიპოვოთ. შევხვდი სტეფანო პიოლის და მასთან საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე.
სტეფანოს საინტერესო ხედვა აქვს და მას ექნება დრო, რომ გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს. რაც შეეხება ფრანჩესკო გვიდოლინს, შესანიშნავი სოეციალისტია და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში "ლაციოს" მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.
გვიდოლინის თავკაცობით, "უდინეზე" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა და გაცილებით ძლიერ მეტოქეებს სჯობნიდა. მოკლედ, გვიდოლინი ჩვენთვის საინტერესო მწვრთნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პიოლის დრო აუცილებლად მიეცემა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"