![](https://sportall.ge/pictures/image31/3733fc934cea10513cb6929807734535.jpg)
იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "რომა" "ბატეს" ვერ დაამარცხებს, გარსიას პოსტის დატოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში რომაული გუნდი "ბარსელონასთან" განადგურდა - 1:6.
რუდი გარსიას მიმდინარე კონტრაქტი რომაელებთან 2018 წლამდეა გათვლილი. მის შესაძლო შემცვლელებად ვალტერ მაცარი და ლუჩანო სპალეტი სახელდებიან.