იტალიური მედიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტთან უკვე შეთანხმებულია კონტრაქტის პირობები, რომელიც 18 თვეზეა გათვლილი. სავარაუდოდ, დანიშვნა ოფიციალურად 22 დეკემბერს შედგება.
ამრიგად, ყველაფერი იქით მიდის, რომ იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა "ჯენოასთან", ბოლო იქნება რუდი გარსიასთვის რომალური კლუბის თავკაცის პოსტზე. "რომას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშითა და შედეგებით. სულ ახლახან დედაქალაქური გუნდი, რომელიც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, იტალიის თასის გათამაშებას სერია B-ს "სპეციასთან" დამარცხებით გამოეთიშა.
სპალეტის "რომაში" 2005-2009 წლებში უმუშავია.