სერია A. XIX ტურის წინ: მიხაილოვიჩის ბოლო შანსი "მილანში"?

AutoSharing Option
შუა კვირაში ჩატარებულ ტურს უქმეებზე მორიგი, იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელი ტური მოსდევს, რომელიც ორ განსაკუთრებით საინტერესო მატჩს გვთავაზობს: ცენტრალური მატჩი უდაოდ გენუაში, "ლუიჯი ფერარისზე" დაგეგმილი შეხვედრაა, რომელიც შესაბამის დროს, კვირას გვიან გაიმართება და რომელშიც "სამპდორია" "იუვენტუსს" მასპინძლობს.

თუმცა არანაკლებ დამაინტრიგებელია შაბათის გვიანი მატჩიც: "რომა"-"მილანი". ლიდერი "ინტერი" მეექვსე ადგილზე მყოფ "სასუოლოს" მასპინძლობს და ნამდვილად არ ელის იოლი თამაში.

მიხაილოვიჩი რომში დამთავრდება?
წინა ტურში "რომას" (3:3 "კიევოსთან") და "მილანის" (0:1 "ბოლონიასთან") წარუმატებლობებმა ამ გუნდების დაპირისპირებას ინტრიგა შემატა. საქმე ისაა, რომ ორივე გუნდის
დამრიგებელს ცუდად აქვს საქმე - რუდი გარსიაც და სინიშა მიხაილოვიჩიც, ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, "ჩემოდნებზე სხედან".

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ მიხაილოვიჩის მდგომარეობა უფრო მძიმეა და დიდი შანსია, რომ თუ "მილანი" "ოლიმპიკოზე" წააგებს, ბერლუსკონიმ და გალიანიმ სინიშას კარისკენ მიუთითონ.

ფაქტი ერთია: "რომასაც" და "მილანსაც" ახლა ჰაერივით სჭირდებათ ქულები, წაგება არც ერთისთვის არ შეიძლება და ფრეც არც ერთს აწყობს. ამიტომაც, ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მიხაილოვიჩი ვერც ამ შეხვედრაში გამოიყენებს მენეზს, ბალოტელის და ახალწვეულ ბოატენგს. რომაელებს კი კვლავ დააკლდებათ ედინ ჯეკო.

"იუვე" გენუაში
რაც შეეხება ტურის მეორე და, უფრო მთავარ მატჩს, "იუვენტუსი" გენუაში 8-მატჩიანი მოგებათა სერიით ჩადის. ცხადია, ტურინელები "სამპდორიასთანაც" სამ ქულას გეგმავენ, მაგრამ ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ "იუვეს" გენუაში იოლი გასეირნება არ ელის.

წინა ტურშიც გამოჩნდა, რომ ვინჩენცო მონტელამ "სამპდორია" სწორ გზაზე დააყენა - "ჯენოასთან" დერბიში გამარჯვებას (3:2) წინ უძღოდა მოგება "პალერმოსთან" და ფრე რომში, "ლაციოსთან", რაც იმას ნიშნავს, რომ "სამპა" ფორმაში შევიდა.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მონტელას გუნდი ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იდეალურ ფორმაშია იტალიის ნაკრების ძირითადად მოთამაშედ ქცეული ედერი; ვინ მოთვლის, მერამდენე სუნთქვა გაეხსნა და ბრწყინვალედ გამოიყურება ვეტერანი ანტონიო კასანო; შესანიშნავად თამაშობენ ბარეტო, სორიანო და კარბონეროც.

ამრიგად, "იუვენტუსს" ამ ტურში საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან "სამპდორიამ" ტურინიდან ქულა წაიღო, ხოლო 2013 წელს კი ორივე თამაში მოუგო "იუვეს", რომელიც ამ სეზონში ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობას უმიზნებს.

მასიმილიანო ალეგრის ამ შეხვედრაში კლაუდიო მარკიზიო დააკლდება - "იუვეს" რვა ნომერი დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ პერეირა, ლემინა, ბარძალი და მანჯუკიჩი. საინტერესოა, ვინ შეცვლის ამ უკანასკნელს - ისევ ალვარო მორატა, თუ ამჯერად სიმონე ძაძა, რომელმაც წინა ტურში, "ვერონასთან" სწორედ მორატა შეცვალა და მაშინვე თვალსასეირო გოლი გაიტანა.

"სამპდორია" მშვენიერი გუნდია და, თანაც, კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენზე უკეთეს ფორმაში არავინაა. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ მხოლოდ მოგება გვინდა." - ეს ალეგრის სიტყვებია.

"ინტერის" რთული საშინაო დავალება
ლიდერი "ინტერი" "იუვენტუსის" სუნთქვას გრძნობს და, მართალია, რობერტო მანჩინი არ აღიარებს, მაგრამ "ნერაძური" წნეხის ქვეშაა. "ემპოლისთან" რთული მატჩის მოგების შემდეგ, "ინტერს" არანაკლებ მძიმე შეხვედრა ელის სენსაციურ "სასუოლოსთან", რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, წარმატებებს აღწევს და, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მე-6 ადგილზეა.

მართალია, წინა ტურში "სასუოლომ" შინ "ფროზინონეს" ვერ მოუგო (2:2), მაგრამ ეს სრულიად შემთხვევით მოხდა - თავად განსაჯეთ: "სასუოლოს" იმ შეხვერდაში ბურთის ფლობის 70-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და მისმა ფეხბურთელებმა "ფროზინონეს" კარისკენ 30-ჯერ (!) დაარტყეს.

დი ფრანჩესკოს გუნდს მხოლოდ ტერანოვა ჰყავს დისკვალიფიცირებული, მილანელებს კი - ფელიპე მელო.

შაბათი. 9 იანვარი
კარპი-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფედელე, ბუბნიჩი, ბიანკო, მატოსი - მერკელი, კონე, დომიცი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2

ფიორენტინა-ლაციო 21:00
დისკვალიფიკაცია: ბერნარდესკი
ტრავმა: - დე ვრი, ლულიჩი, კიშნა, მარკეტი, ჯენტილეტი, ბასტა
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 მატჩი: +10=8-23 (36-68)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=3-2

რომა-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: ჯეკო
ტრავმა: კაპრადოსი, უკანი, სალაჰი - მენეზი, დიეგო ლოპესი, ბალოტელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 მატჩი: +14=16-16 (57-54)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=2-2

კვირა. 10 იანვარი
ინტერი-სასუოლო 15:30
დისკვალიფიკაცია: ფელიპე მელო - პელეგრინი
ტრავმა: - ტერანოვა
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +3=0-1 (16-3)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=3-1

ატალანტა-ჯენოა 18:00
დისკვალიფიკაცია: დე როონი - პეროტი
ტრავმა: კარმონა, პინილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 მატჩი: +7=7-8 (25-26)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=0-5

ბოლონია-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: მუნიე - კასტრო
ტრავმა: რიცო, კრისეტიგი, ბრიენცა - მატიელო
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 მატჩი: +7=8-7 (27-24)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2

ფროზინონე-ნაპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: პავლოვიჩი
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1

ვერონა-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: გრეკო
ტრავმა: - ვიტიელო
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +1=0-1 (3-3)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4

ტორინო-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: აკუა
ტრავმა: მარტინესი - მჭედლიძე
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +2=5-1 (3-4)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1

სამპდორია-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: - მარკიზიო
ტრავმა: - პერეირა, ბარძალი, მანჯუკიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 მატჩი: +6=10-16 (28-47)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +6=0-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული