12:07 22-01-2016
რობერტო მანჩინი არ ცხრება, მაურიციო სარის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სათასო მატჩის ბოლო წუთზე მოხდა, როდესაც მანჩინიმ მსაჯის მიერ დამატებული 5 წუთი გააპროტესტა, რისთვისაც კოლეგამ მას ჰომოსექსუალი უწოდა. ამ თემაზე "ინტერის" მწვრთნელმა მორიგი კომენტარი გააკეთა და შემდეგ სანანებელი გაუხდა:
"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის, რაც სარიმ გააკეთა, დაუშვებელია. ინგლისში ამისთვის უმკაცრესი სასჯელი იქნებოდა, ჩვენთან კი ალბათ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაკმაყოფილდებიან. ყველა კაცი რომ მაურიციო სარის ჰგავდეს, სიამოვნებით და დიდი სიამაყით გავხდებოდი ჰომოსექსუალი".
მანჩინის ამ უცნაური განცხადების შემდეგ იტალიაში დიდი ამბავი ატყდა, სპორტული პორტალები და სოციალური ქსელი კი დამცინავი კომენტარებით აჭრელდა.
თავად განსაჯეთ, რობერტომ ორიენტაციის შეცვლა ისურვა იმ შემთხვევაში, თუკი ყველა კაცი სარის დაემსგავსება და რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ფრაზას, იოლი წარმოსადგენია. ამიტომ მანჩინიმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მხოლოდ ქალები აინტერესებს:
"ყველამ კარგად იცის, რისი თქმა მინდოდა, მაგრამ ურჩევნიათ იქილიკონ და იცინონ. რეალურად, მე მაურიციო სარის ჰომოფობიური გამოხდომა დავგმე და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს მხარი დავუჭირე. ისე კი, პირადად მე, მხოლოდ ქალები მიზიდავს და არავინ სხვა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს რა მკერდით იცავს ამ ....., მგონი რობერტოც თვით ცისარტყელაა))))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული