სერია A. XXII ტური: დაუნდობელი ლიდერები [VIDEO]

AutoSharing Option
* "რომამ" პირველი მატჩი მოიგო ლუჩანო სპალეტის თავკაცობით.

* სტეფან ელ შაარავიმ "რომაში" დებიუტი გოლით აღნიშნა.

* "იუვენტუსმა" მიჯრით მე-12 მატჩი მოიგო.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბევრისთვის მოულოდნელად, "როსონერიმ" შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და სამი უპასუხო გოლი მიართვა.

გოლები ალექსმა, კარლოს ბაკამ და მბაიე ნიანგმა შეაგდეს. "ინტერს" გატანის ერთადერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ერთი სიტყვით, "მილანი" შავ-წითლად შეიღება, დანარჩენზე კი ქვემოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სპალეტის პირველი მოგება
"რომამ" პირველი მატჩი მოიგო მას შემდეგ, რაც გუნდს ლუჩანო სპალეტი ჩაუდგა სათავეში. დედაქალაქურმა გუნდმა ერთ-ერთი აუტსაიდერი, "ფროზინონე" მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა, 3:1.

თითო გოლი მიითვალეს აქტივში რაჯა ნაინგოლანმა, სტეფან ელ შაარავიმ და მირალემ პიანიჩმა. სამივე გოლი ეფექტური გამოვიდა - ნაინგოლანმა მცველს დაასწრო და ვარდნაში გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ელ შაარავიმ ქუსლით დალაშქრა "ფროზინონეს" კარი, პიანიჩი კი ფრანჩესკო ტოტის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ დარჩა მეკარესთან პირისპირ და დააგვირგვინა კიდეც მშვენიერი კომბინაცია.

ამ ყველაფრიდან ორი ამბავი უნდა გამოვარჩიოთ - გარკვეული პაუზის შემდეგ ტოტი დაუბრუნდა მოედანს, მთელი ნახევარი საათი ითამაშა და გარდა იმისა, რომ საგოლე პასი გააკეთა, დიდებულად ითამაშა. მეორე ამბავი ის გახლავთ, რომ ელ შაარავიმ ჩაატარა პირველი მატჩი "რომას" მაისურით და დებიუტი შესანიშნავი გოლით აღნიშნა.

სპალეტიმ გუნდი ისევ სამი მცველით ათამაშა და ცენტრში დანიელე დე როსი გაამწესა. როგორც ჩანს, "რომას" ერთ-ერთ ლიდერს ახალ ამპლუასთან მოუწევს შეგუება. მართალია, დანიელეს ადრეც უთამაშია ცენტრალურ მცველად, მაგრამ კარიერის უდიდესი ნაწილი მაინც ნახევარდაცვაში აქვს გატარებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მორატამ აიწყვიტა
"იუვენტუსი" განაგრძობს მოგებათა სერიას და გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებს. გასულ ტურში ტურინული გრანდი "კიევოს" ესტუმრა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

აქედან ორი ალვარო მორატას ანგარიშზეა, ხოლო თითო ალექს სანდრომ და პოლ პოგბამ მიითვალეს აქტივში. როგორც ჩანს, მორატამ ჩავარდნა დაძლია და მეტიც, აიწყვიტა - ჯერ სათასო პაექრობაში გაუტანა "ინტერს" ორი გოლი და ამჯერად, სერია A-შიც შეასრულა დუბლი. ცხადია, რომ ესპანელი ფორვარდი დაბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, მარიო მანჯუკიჩს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

თქმა არ სჭირდება, რომ "კიევოსთან" პაექრობაში "იუვენტუსს" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. თავად განსაჯეთ, ტურინელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყეს და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება. "ვეკია სენიორამ" მიჯრით მე-12 მატჩი მოიგო და გაჩერებას არ აპირებს. მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"კარგია, რომ თამაშს თამაშზე ვიგებთ და სატურნირო ცხრილში პოზიციას ვიმყარებთ. ჩვენი მიზანია, რომ პირველ ადგილზე გადავიდეთ და "ნაპოლის" გავასწროთ. მიჯრით 20 თამაში რომ მოვიგოთ, შეიძლება მაინც ვერ გავხდეთ ჩემპიონები და ამიტომ მთავარი მაინც სატურნირო ცხრილია და არა წაუგებელი თუ მოუგებელი სერიები".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" "ემპოლის" გადაურბინა
"იუვენტუსის" გამარჯვებას არანაკლებ შედეგიანი თამაშით უპასუხა "ნაპოლიმ" და საკუთარ კედლებში "ემპოლის" შანსი არ დაუტოვა. მართალია, სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან მხოლოდ გააბრაზა მაურიციო სარის გუნდი და შედეგად, ტოსკანელთა კარში 5 გოლი ვიხილეთ. გონსალო იგუაინის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმაა, ერთხელ ლორენცო ინსინიემ იხეირა, დუბლი ხოსე კალეხონმა მიითვალა აქტივში და ერთიც სტუმართა მცველმა შეაგდო საკუთარ კარში.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "ნაპოლიმ" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და შანსი არ დაუტოვა. მატჩის შემდეგ სარი კმაყოფილი იყო, თუმცა დაცვის თამაში მაინც გააკრიტიკა:

"შესანიშნავი თამაში იყო და ორი აზრი არ არსებობს, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. "ემპოლი" ძლიერი გუნდია და ეს სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს, თუმცა დღეს სტუმრებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ, რაც ჩემი შეგირდების დამსახურებაა. იყო ხარვეზებიც, განსაკუთრებით, დაცვით ფაზაში და ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვები
"ფიორენტინა" გენუაში ჩავიდა და "ჯენოას" ქულები გაუყო. მატჩი მძიმედ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა. "ვიოლა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ასეთ დროს კი სწორედ საშუალო დონის გუნდებთან სტაბილურად ქულების აკრეფაა საჭირო, რაც ბოლო მატჩებში პაულო სოუზას შეგირდებს არ გამოსდით. მიუხედავად ამისა, "ფიორენტინა" რჩება ლიდერთა შორის და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლად.

კიდევ ერთი უგოლო ფრე უდინეში დაფიქსირდა, სადაც "უდინეზე" "ლაციოს" დაუხვდა. სატურნირო ცხრილის მიხედვით, ფრიულელების მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, "ლაციოს" კი ასეთი თამაშით ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

XXII ტური

30 იანვარი
კარპი-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ჯილარდინო (24), 1:1 მანკოზუ (74-პენ.)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, პოლი (70. გრიმი) - ლეტიცია, კოფიე (46. ლაზანია), ბიანკო, დი გაუდიო - ლოლო - მბაკოგუ (60. მანკოზუ)
პალერმო (4-3-3): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი, მატო, ჩოჩევი - კუაიზონი (75. ტრაიკოვსკი), ვასკესი, ჯილარდინო (68. კრისტანტე)
გაფრთხილება: ლეტიცია, კოფიე - გონსალესი, ვასკესი, კუაიზონი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9-4 (3-1); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 10 000

ატალანტა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ბერარდი (27), 1:1 დენისი (32)
ატალანტა (3-5-2): სპორტიელო - ტოლოი (23. დიამანტი), მაზიელო, კერუბინი - კონტი, დე რუნი, კურტიჩი (73. მილიაჩო), ჩიგარინი, დრამე - გომესი, დენისი (82. ბორიელო)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ანტეი, აჩერბი, ლონგი - ბიონდინი, მანიანელი, დანკანი - დეფრელი (72. ტროტა), ბერარდი (90. პოლიტანო), ფალჩინელი (72. სანსონე)
გაფრთხილება: კონტი, დიამანტი - კონსილი, ლონგი, დეფრელი, ბერარდი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 23-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 5-6 (4-1); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 18 000

რომა-ფროზინონე 3:1
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (18), 1:1 დ. ჩოფანი (24), 2:1 ელ შაარავი (48), 3:1 პიანიჩი (84)
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, დე როსი, ზუკანოვიჩი (74. მაიკონი) - რუდიგერი, პიანიჩი, კეიტა, ელ შაარავი - ნაინგოლანი, სალაჰი (83. ვანკური) - ჯეკო (60. ტოტი)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი (90. მ. ჩოფანი), ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - სამარკო, ფრარა (76. პაგანინი), ჩიბსა (76. ბუჩერი) - სოდიმო, დ. ჩოფანი, დიონისი
გაფრთხილება: მანოლასი - აიეტი, დიონისი
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 18-10 (6-4); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 35 000

31 იანვარი
კიევო-იუვენტუსი 0:4
გოლები: 0:1 მორატა (6), 0:2 მორატა (40), 0:3 სანდრო (61), 0:4 პოგბა (67)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, დაინელი, სარდო, კაჩატორე - რიგონი, რადოვანოვიჩი (61. პინცი), კასტრო - ბირსა (68. პელისიერი) - ინგლეზე, მპოკუ (73. გობი)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარძალი - ლიხტშტაინერი (81. პადოინი), ხედირა (46. სტურარო), მარკიზიო (69. ერნანესი), პოგბა, სანდრო - დიბალა, მორატა
გაფრთხილება: სარდო, რადოვანოვიჩი, პინცი - სანდრო, ერნანესი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-26 (3-11); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 14 000

ბოლონია-სამპდორია 3:2
გოლები: 1:0 მუნიერი (12), 2:0 დონსა (24), 2:1 მურიელი (54), 2:2 კორეა (80), 3:2 დესტრო (87-პენ.)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომო, მაზინა - დონსა (61. რიცო), დიავარა, ტაიდერი - მუნიერი (66. ბრიგი), ჯაკერინი (76. ფლოკარი), დესტრო
სამპდორია (4-2-3-1): ვივიანო - სალა, მოისანდერი, რანოკია, დოდო (84. კოდა) - ფერნანდო, ბარეტო (46. სილვესტრი) - ივანი, სორიანო (76. ალვარესი), კორეა - მურიელი
გაფრთხილება: გასტალდელო, ოიკონომო, მუნიერი - ფერნანდო, ივანი, კორეა, სილვესტრი, ალვარესი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-14 (5-7); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 20 000

ჯენოა-ფიორენტინა 0:0
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ანსალდი, ჯემაილი, რინკონი, ლაქსალტი - სუსო (64. კაპელი), პეროტი (64. ჩერჩი), პავოლეტი (90. დე მაიო)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, ვესინო, პასკუალი (78. ალონსო) - ილიჩიჩი (56. კოსტა), სარატე (56. კალინიჩი) - ბაბაქარი
გაფრთხილება: ანსალდი, პავოლეტი - რონკალია, ვესინო, კოსტა
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-8 (4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 22 000

ნაპოლი-ემპოლი 5:1
გოლები: 0:1 პარედესი (28), 1:1 იგუაინი (33), 2:1 ინსინიე (37), 3:1 კამპორეზე (51-საკ. კარში), 4:1 კალეხონი (83), 5:1 კალეხონი (88)
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო - ინსინიე (75. მერტენსი), ჰამშიკი (86. დავიდ ლოპესი), კალეხონი - იგუაინი (72. გაბიადინი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კამპორეზე, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, კროჩე (82. კრუნიჩი) - საპონარა (58. ბუჩელი) - პუჩარელი, მაკარონე (68. მჭედლიძე)
გაფრთხილება: რეინა, ჰიუსაი, ალანი - ტონელი, ზელინსკი, ბუჩელი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 16-8 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 40 000

ტორინო-ვერონა 0:0
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი - პერესი, გაცი, ასკუა (58. ბაზელი), ბენასი, მოლინარო (58. ძაპაკოსტა) - იმობილე (88. მარტინესი), ბელოტი
ვერონა (4-4-2): კოპოლა - პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ალბერტაცი (78. ფარესი) - ვსზოლეკი (81. ბიანკეტი), იონიცა, გრეკო, იანკოვიჩი - ტალები (56. პაცინი), ტონი
გაფრთხილება: ჰელანდერი, იანკოვიჩი, გრეკო, პაცინი (ვერონა)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-7 (4-2); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 18 000

უდინეზე-ლაციო 0:0
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, პირისი - გილიერმე (59. ლოდი), ბადუ, კუზმანოვიჩი (69. ფერნანდესი), ალი ადნანი, ედენილსონი - ტერო, საპატა (54. ერტო)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა, ბიშევაჩი (8. მაურისიო), ჰოედტი, კონკო - კატალდი, პაროლო (75. კლოზე), სავიჩი - კანდრევა, კეიტა, ჯორჯევიჩი (44. მატრი)
გაფრთხილება: ვაგუე, ტერო - პაროლო, კატალდი, სავიჩი, ჯორჯევიჩი
გაძევება: დანილო (42) - მატრი (85)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 8-12 (3-5); ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 15 000

მილანი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 ალექსი (35), 2:0 ბაკა (73), 3:0 ნიანგი (77)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა (88. ბოატენგი), მონტოლივო, კუცკა, ბონავენტურა - ნიანგი (79. ბალოტელი), ბაკა (85. ბერტოლაჩი)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მურილიო, ჟუანი - მედელი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი (77. მელო), ედერი, ლიაიჩი (87. ტელესი) - იოვეტიჩი (64. იკარდი)
შენიშვნა: იკარდიმ ვერ გაიტანა პენალტი (70)
გაფრთხილება: ალექსი, კუცკა, ბალოტელი - იოვეტიჩი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-12 (5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 80 000

ბომბარდირები: 22 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).

მომდევნო ტური
2 თებერვალი:
სასუოლო-რომა

3 თებერვალი:
ფროზინონე-ბოლონია, ვერონა-ატალანტა, ფიორენტინა-კარპი, ინტერი-კიევო, იუვენტუსი-ჯენოა, პალერმო-მილანი, ლაციო-ნაპოლი, სამპდორია-ტორინო, ემპოლი-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული