კაირომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად მოამზადა დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ ამ ტურინულ კლუბს ქვეყანაში არსებული ფაშისტური დიქტატურის დროს ჩემპიონის ტიტული უსამართლოდ ჩამოართვეს.
თუკი "ტორინო" იტალიის 1926/27 წლების სეზონის ჩემპიონის წოდებას დაიბრუნებს, ქვეყნის პირველობის შვიდგზის გამარჯვებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ სეზონის სკუდეტო გაუთამაშებელი იქნება.
"ტორინოს" ტიტული "იუვენტუსის" მოთამაშის - ლუიჯი ალემანდის მოსყიდვის ბრალდებით ჩამოართვეს. თავად ფეხბურთელს არასდროს უღიარებია, რომ "ტორინოს" ერთ-ერთი