დიეგო სიმეონე: ჩემი მიზანი "ინტერში" დაბრუნებაა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ერთხელაც იქნება, მილანის "ინტერში" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სიმეონე ფეხბურთელობის დროს "ინტერში" 1997-დან 1999 წლამდე გამოდიოდა, რა დროსაც გუნდში კლუბის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი თამაშობდა. იმ პერიოდში "ინტერმა" უეფას თასი მოიგო.

"ძანეტისთან მუდამ კავშირზე ვარ. ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებით ხოლმე, ამის თქმის არ მეშინია. ერთხელაც "ინტერში" დავბრუნდები, რადგან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ პერიოდთან.

ჩემი მიზანი "ინტერში" დაბრუნებაა", - ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს Football Italia.

აქვე გეტყვით, რომ სიმეონეს სერია A-ში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. 2011
წელს ის "კატანიას" ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული