მილანი
"მილანში" დიდი ცვლილებების პერიოდია და ეს ბუნებრივია, რადგან გუნდს დიდი ხანია, რაც კრიზისი აქვს და ასე ვეღარ გაგრძელდება. "მილანში" სოლიდური ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და, როგორც ჩანს, ამისთვის კლუბში ახალი მეპატრონის მისვლაა
სერია A ჩამორჩა, როგორც პრემიერლიგას, ისე - ლა ლიგას და ვითარების გამოსასწორებლად დიდი თანხებია საჭირო როგორც ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ისე ტრანსფერებისთვის.
იუვენტუსი
პრესაში აქტიურად იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, პოლ პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოგბა ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ 120 მილიონი არის ის თანხა, რომლითაც გუნდი საგრძნობლად შეგიძლია გააძლიერო. როდესაც "იუვენტუსში" ვთამაშობდი, კლუბმა გაყიდა ზინედინ ზიდანი და იმ ფულით, დაიმატა ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი და პაველ ნედვედი. თითქოს, ზიდანზე უკეთესი ვინ უნდა დაგვმატებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ, "იუვე" გაძლიერდა და არა პირიქით. წარმოიდგინეთ, ბუფონი დღემდე თამაშობს "იუვეში" და გამოდის, რომ ზიდანის წასვლით მიღებული თანხა ტურინულ გრანდზე კვლავაც მუშაობს.
მოკლედ, პოგბა კარგია, მაგრამ 120 მილიონი შესაძლოა, უკეთესი იყოს. "იუვენტუსი" იმითაც გამოირჩევა სხვა იტალიური კლუბებისგან, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და ყოველთვის იმ ფეხბურთელებს იმატებს, რომლებსაც კონკრეტული რგოლის და შესაბამისად, გუნდის გაძლიერება შეუძლიათ.
იტალიის ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და ძალიან საწყენია, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, "სკუადრა აძურა" იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ტურნირზე და იმსახურებდა ფინალში გასვლას. მაქვს განცდა, რომ პენალტებში გამარჯვების შემთხვევაში, იტალია ნახევარფინალსაც მოუგებდა ფრანგებს და შემდეგ, ფინალშიც გაიმარჯვებდა. მეოთხედფინალი იყო ყველაზე რთული ბარიერი, რადგან "აძურას" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა. ანტონიო კონტე ბრწყინვალე სპეციალისტია, უბადლო ტაქტიკოსი და შესანიშნავი მოტივატორი, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მეტს იმსახურებდა.
ევრო 2016
ევროპის ჩემპიონატმა საინტერესოდ ჩაიარა და ბევრი პოზიტიური ემოცია დამიტოვა. იტალიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე ბრწყინვალე საღამო გვაჩუქა. ძალიან საინტერესო იყო ისლანდიის და უელსის თამაშების ყურება, რადგან ამ გუნდებმა ყველა გააოცეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი და რომ ეს თამაში პროგნოზებს არ ექვემდებარება. ვინ იფიქრებდა თუ ინგლისის ნაკრები ასე უსახელოდ დაასრულებდა ტურნირს, ისლანდია და უელსი კი ასე შორს წავიდოდნენ. ვფიქრობ, ევროპას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს და პორტუგალიელთა წარმატების შეფასეუბლობა არაფრით არ შეიძლება.
ინდური ფეხბურთი
ინდოეთში სულ რამდენიმე დღე გავატარე და ამ მცირე დროში, მივხვდი რომ იქაც ძალიან უყვართ ფეხბურთი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამ ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ ასეთი ინტერესი იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ იქ ყველაზე უკეთ კრიკეტს თამაშობენ. თვითონ ინდოელებს ჯერ უჭირთ ფეხბურთის სწორად გაგება, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი დიდი აქვთ, სწავლობენ და ვფიქრიბ, ახლო მომავალში თავის სიტყვას იტყვიან.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"