თურქი მცველი "ინტერში" ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა, სავარაუდოდ, კლუბში არ გაჩერდება.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა" ერკინი ტრანსფერზე დააყენა. ერკინი კლუბმა რობერტო მანჩინის მწვრთნელობის დროს გადაიბირა, ხოლო ახალ თავკაცს, ფრანკ დე ბურს თურქი ფეხბურთელი არ სჭირდება.
"ერკინს შეუძლია დარჩეს "ინტერში" ან წავიდეს. სამი ვარიანტი გვაქვს: ძირითადში ადგილისთვის ვიბრძოლოთ, იტალიის ან ევროპის სხვა კლუბში გადავიდეთ და მესამე თურქეთში
შეთავაზებები ესპანეთიდან და ინგლისიდან გვაქვს. თურქეთიდან არავინ შეგვხმიანებია", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.