მილანის "ინტერი" ამ ზაფხულს შეძენილ ფეხბურთელს უკვე ყიდის

AutoSharing Option
კანერ ერკინმა შესაძლოა მილანის "ინტერი" ისე დატოვოს, რომ გუნდში ერთი მატჩიც ვერ ჩაატაროს.

თურქი მცველი "ინტერში" ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა, სავარაუდოდ, კლუბში არ გაჩერდება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა" ერკინი ტრანსფერზე დააყენა. ერკინი კლუბმა რობერტო მანჩინის მწვრთნელობის დროს გადაიბირა, ხოლო ახალ თავკაცს, ფრანკ დე ბურს თურქი ფეხბურთელი არ სჭირდება.

"ერკინს შეუძლია დარჩეს "ინტერში" ან წავიდეს. სამი ვარიანტი გვაქვს: ძირითადში ადგილისთვის ვიბრძოლოთ, იტალიის ან ევროპის სხვა კლუბში გადავიდეთ და მესამე  თურქეთში
დავბრუნდეთ. ყველაფერი უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.

შეთავაზებები ესპანეთიდან და ინგლისიდან გვაქვს. თურქეთიდან არავინ შეგვხმიანებია", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული