"ფიორენტინას" მწვრთნელი პაულო სოუზა გადადგომას აპირებს

AutoSharing Option
იტალიური წყაროების ინფორმაციით, "ფიორენტინას" მწვრთნელი პაულო სოუზა გადადგომას აპირებს. 45 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის თავკაცობით, "ვიოლამ" გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, ახალი კამპანია კი "იუვენტუსთან" წაგებითა (1:2) და "კიევოსთან" გამარჯვებით (1:0) დაიწყო.

რა თქმა უნდა, ამის გამო მწვრთნელი პოსტს არ უნდა ტოვებდეს. "იუვენტუსთან" ვის არ წაუგია და თან სტუმრად? მაგრამ პორტუგალიელს, ეტყობა, სხვა მიზეზი აქვს. როგორც ამბობენ, ის არ არის კმაყოფილი კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკით. გასული სეზონის ძირითადი შემადგენლობა, ფაქტობრივად, უცვლელია. მეტიც - გუშინ "ფიორენტინა" მარკოს ალონსოს შეელია.

ამიტომაც არ არის
გასაკვირი, რომ ჩემოდნებს თავად პაულო სოუზაც ალაგებდეს, რადგან იცის, რომ "იების" ბოსების ამბიციურ გეგმებს შემადგენლობის გაძლიერების გარეშე ვერ შეეჭიდება.

ამასობაში, იტალიური მედია წერს, რომ სტეფანო პიოლი უკვე მზადაა, "ფიორენტინაში" მივიდეს. ის ამჟამად უმუშევარია, თუმცა კონტრაქტით კვლავ დაკავშირებულია "ლაციოსთან", რომელიც გუნდიდან გაშვების შემდეგ 51 წლის სპეციალისტს დღემდე ხელფასს უხდის.

თუ პაულო სოუზა წავა, "ფიორენტინას" რომაელებისთვის პიოლის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა ექნება გადასახდელი. ეს არის და ეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იოვეტიჩი როგორ წავა გუნდიდან როცა გუნდის წევრი არ არის?! თუ თარგმნით სწორედ მაინც თარგმნეთ
ნიკა
13:38 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული