ჯოვანი სიმეონე: სიმეონეებს "იუვენტუსისთვის" გატანა სისხლში გვაქვს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ "ჯენოას" თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფორვარდი მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია. თავის დროზე, დიეგო "პიზაში", "ინტერსა" და "ლაციოში" ასპარეზობდა და "იუვენტუსის" კარში მასაც აქვს გოლი გატანილი:

"მატჩის წინ მამას ველაპარაკე და მისგან რჩევები მივიღე. მითხრა, რომ თავის დროზე, "იუვენტუსს" გოლი გაუტანა და იმედი გამოთქვა, რომ ამას მეც შევძლებდი. როგორც ჩანს, "იუვეს" კარში გოლების გატანა სისხლში გვაქვს. თქმა არ სჭირდება, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი კარიერაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული