შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფორვარდი მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია. თავის დროზე, დიეგო "პიზაში", "ინტერსა" და "ლაციოში" ასპარეზობდა და "იუვენტუსის" კარში მასაც აქვს გოლი გატანილი:
"მატჩის წინ მამას ველაპარაკე და მისგან რჩევები მივიღე. მითხრა, რომ თავის დროზე, "იუვენტუსს" გოლი გაუტანა და იმედი გამოთქვა, რომ ამას მეც შევძლებდი. როგორც ჩანს, "იუვეს" კარში გოლების გატანა სისხლში გვაქვს. თქმა არ სჭირდება, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი კარიერაში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"