ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისრაელის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-13 წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა, ტაიმის მიწურულს ვიტოლომ (45) გაზარდა უპირატესობა, შესვენების შემდეგ კი დიეგო კოშტამაც (51) შეაგდო. 76-ე წუთზე სტუმრებმა ლიორ რაფაელოვის გოლით სხვაობა შეამცირეს, საბოლოო ანგარიში კი ისკომ (88) დააფიქსირა.
პალერმოში გამართულ იტალია-ალბანეთის შეხვედრაში დაძაბულობის მთავარი
სხვა მხრივ კი, იტალიის ნაკრებს ალბანელთა ძლევა არ გასჭირვებია - 2:0. მე-12 წუთზე დანიელე დე როსიმ პენალტი გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი უკვე ჩირო იმობილემ (80) გაიტანა.
საგულისხმოა, რომ პალერმოში გამართული შეხვედრა საიუბილეო, კარიერაში მეათასე იყო იტალიის ნაკრების 39 მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის.
ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა მაკედონიაში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა ლიხტენშტაინს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.
V ტურის შემდეგ G ჯგუფის სათავეში 13-13 ქულით ესპანეთი და იტალია არიან. 9 ქულა აქვს ისრაელს, 6 - ალბანეთს. 3 ქულაა მაკედონიის აქტივში, ლიხტენშტაინი კი უქულოა.