რომელუ ლუკაკუმ ჯგუფის ლიდერი ბელგია ბრიუსელში მოულოდნელი მარცხისგან იხსნა, მან ბოლოსწინა წუთზე გაიტანა საბერძნეთის ნაკრების კარში, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში კოსტას მიტროღლუმ დააწინაურა. საბერძნეთის ნაკრებმა მატჩი 9 კაცის ამარა დარჩა.
ბოსნიის ნაკრებს არ გასჭირვებია უსუსტესი გიბრალტარის განადგურება - 5:0. ვედად იბიშევიჩმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
კვიპროსისა და ესტონეთის ნაკრებებმა ნიქოზიაში უგოლო ფრე ითამაშეს.
შაბათი. 25 მარტი
კვიპროსი-ესტონეთი 0:0
ბოსნია-გიბრალტარი 5:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (4), 2:0 იბიშევიჩი (43), 3:0 ვრშაევიჩი (52),
ბელგია-საბერძნეთი 1:1
გოლები: 0:1 მიტროღლუ (46), 1:1 ლუკაკუ (89)
გაძევება: ტახციდისი (65. საბერძნეთი), ცაველასი (95. საბერძნეთი)
1. ბელგია - 13 ქულა; 2. საბერძნეთი - 11; 3. ბოსნია - 10; 4. კვიპროსი - 4; 5. ესტონეთი - 4; 6. გიბრალტარი - 0.