მორიგი გამარჯვება იზეიმა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბოლივიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
ანგარიში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ნეიმარმა გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი კარიერაში საიუბილეო - მე-300-ეა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში 49 გატანილი გოლი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით აჯობა ზიკოს და დღეს მხოლოდ პელეს (77), რონალდოსა (62) და რომარიოს (55) ჩამორჩება.
დამაჯერებლად მოიგეს თავ-თავიანთი შეხვედრები ურუგვაიმ და ეკვადორმაც, რომლებმაც მეტოქეებს სამ-სამი უპასუხო გოლი
რაც შეეხება ეკვადორს, გუსტავო კინტეროს გუნდმა საკუთარ მოედანზე 3:0 ჩილეს მოუგო.
სტუმრად პარაგვაისთან მინიმალური ანგარიშით იმარჯვა კოლუმბიამ, რომელმაც ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
კვლავ ვერ მოიგო ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც სტუმრად ვენესუელასთან ფრეს დასჯერდა - 2:2.
9 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 19 ქულით ურუგვაი ლიდერობს, 18 ქულა აქვს ბრაზილიას, 16-16 ქულით მომდევნო ადგილებს კი ეკვადორი, კოლუმბია და არგენტინა ინაწილებენ.
მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხრეთი ამერიკა. IX ტური
ეკვადორი-ჩილე 3:0
გოლები: 1:0 ლუის ანტონიო ვალენსია (19), 2:0 კრისტიან რამირესი (23), 3:0 ფელიპე კაისედო (46).
ურუგვაი-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 ნიკოლას ლოდეირო (29), 2:0, 3:0 ედინსონ კავანი (46, 79).
პარაგვაი-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 ედვინ კარდონა (90).
ბრაზილია-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (11) 2:0 ფილიპე კოუტინიო (26), 3:0 ფილიპე ლუიში (39), 4:0 გაბრიელ ჟეზუში (44), 5:0 რობერტო ფირმინო (75).
პერუ-არგენტინა 2:2
გოლები: 0:1 რამირო მორი (15), 1:1 ხოსე პაოლო გერერო (58), 1:2 გონსალო იგუაინი (77), კრისტიან კუევა (პენ. 84).