მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. G ჯგუფი: ესპანეთი იოლად, იტალიას გაუჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო მატჩები შედგა G ჯგუფში, სადაც პირველი ადგილისთვის გრანდთა ბრძოლაა გაჩაღებული. ესპანეთი ალბანეთში ჩავიდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.

ლოპეტეგის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმში, დამსახურებული ორი გოლი გაიტანა. სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ ალბანეთს შანსი არ ჰქონია - მასპინძლები პრაქტიკულად უბურთოდ დარჩნენ, მეტოქის კარში კი ერთი ზუსტი დარტყმაც არ განუხორციელებიათ. მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ალბანელთა ლიდერობამ დიდ ხანს არ გასტანა და მისი ადგილი ესპანეთმა დაიკავა...

კიდევ უფრო საინტერესო მატჩი შედგა მაკედონიაში, სადავ იტალიას დიდი ბრძოლა გადახდა. "სკუადრა
აძურა" ანდრეა ბელოტის გოლით დაწინაურდა და მთლიანობაში, ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე, მაკედონიის ნაკრებმა საუცხოო ფეხბურთი ითამაშა, მრისხანე მეტოქეს შტურმი მოუწყო და 2-წუთიანი მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა.

მასპინძლებს მესამეს შეგდებაც შეეძლოთ, მაგრამ იტალია ჯიჯი ბუფონის ბრწყინვალე რეაქციამ გადაარჩინა. მეორე ტაიმის დასკვნით ნაწილში ისევ იტალიელებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და ჩირო იმობილეს დუბლით ჰაერივით საჭირო ქულები მოიპოვეს...

ისრაელი-ლიხტენშტაინი 2:1
გოლები: 1:0 ჰემედი (3), 2:0 ჰემედი (18), 2:1 გოპელი (49)
ისრაელი (4-4-2): გორეში - დასა, გერშონი, ცედეკი, ბენ ჰარუში - კოჰენი, ბუზალო (63. აცილი), გოლასა, ბენ ჰაიმი II (81. დაბური) - ზაჰავი, ჰემედი (76. კეჰათი)
ლიხტენშტაინი (4-5-1): იეჰლე - რეჩშტაინერი, ვიესერი, კაუფმანი, გოპელი - ჰასლერი, კრისტენი, მარსელ ბუჩელი (88. სალანოვიჩი), მარტინ ბუჩელი, ბურგმაილერი (81. კუჰნე) - გუბსერი (75. ფრიკი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 15-5 (5-4); ბურთის ფლობა: 68%-34%; მაყურებელი: 25 000

ალბანეთი-ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 დ. კოშტა (55), 0:2 ნოლიტო (63)
ალბანეთი (4-5-1): ბერიშა - ჰიუსაი, ჯიმსიტი, მავრა, აგოლფი - როში, ლილა, ჯაკა, (75. ჰუკა) მემუშა (68. ბაშა), ლენიანი (46. ალიჯი) - ბალაი
ესპანეთი (3-4-3): დე ხეა - რამოსი (80. მარტინესი), პიკე, მონრეალი - ალკანტარა, კოკე, ბუსკეტსი, ინიესტა (78. ისკო) - ვიტოლო (60. ნოლიტო), სილვა, დ. კოშტა
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 0-9; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 1-12 (0-6); ბურთის ფლობა: 26%-74%; მაყურებელი: 16 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაკედონია-იტალია 2:3
გოლები: 0:1 ბელოტი (24), 1:1 ნესტეროვსკი (57), 2:1 ჰასანი (59), 2:2 იმობილე (75), 2:3 იმობილე (90)
მაკედონია (5-3-2): ბოგატინოვი - რისტოვსკი, მოისოვი, შიკოვი, რისტევსკი, ჟუტა (46. იბრაიმი) - ჰასანი (84. ტრაჩევსკი), სპიროვსკი, ალიოსკი - პანდევი, ნესტეროვსკი (68. პეტროვსკი)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რომანიოლი - კანდრევა, ბერნარდესკი (64. სანსონე), ვერატი, ბონავენტურა (64. პაროლო), დე შილიო - ბელოტი (84. ედერი), იმობილე
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-15 (6-8); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 25 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 2 1 0 11-1 7
2. იტალია 3 2 1 0 7-4 7
3. ალბანეთი 3 2 0 1 4-3 6
4. ისრაელი 3 2 0 1 5-5 6
5. მაკედონია 3 0 0 3 4-7 0
6. ლიხტენშტეინი 3 0 0 3 1-12 0

მომდევნო ტური
12 ნოემბერი:
ალბანეთი-ისრაელი, ლიხტენშტაინი-იტალია, ესპანეთი-მაკედონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული