მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. H ჯგუფი: ჯეკოს დუბლი და ბენტეკეს ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებმა გასვლაზე ციდა გიბრალტარი გადაყლაპა და ასპროცენტიან მაჩვენებელთან ერთად 13 გოლით ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. გაიტანა ყველამ, ვისაც არ დაეზარა. ჰეთ თრიკი მიითვალა კრისტიან ბენტეკემ.

ბოსნიამ დიდხანს იწვალა კვიპროსთან, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხა კლასით უარესი მეტოქე. დუბლი მიითვალა ედინ ჯეკომ. ორი საგოლე პასი კი "იუვენტუსის" ვარსკვლავმა, მირალემ პიანიჩმა შეასრულა.

ესტონეთში მოიგო ბოლო დროს აღმავლობის გზაზე მდგარმა საბერძნეთმა. ეგაა, ელადელებს ორი წამყვანი მცველი დაემტვრათ.

ბოსნია - კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 ჯეკო (70), 2:0 ჯეკო (80)
ბოსნია (3-5-2): ბეგოვიჩი, სუნიჩი, სპაჰიჩი, ვრანიეში -
ვისკა (78. სუშიჩი), ლულიჩი, პიანიჩი, მედუნიანინი, კოლაშინაცი (64. ჰაიროვიჩი) - დურიჩი (81. იბიშევიჩი), ჯეკო
კვიპროსი (4-2-3-1): პანაი - დემეტრიუ, ჟუნიორი, ლაიფისი, ალეკსანდრუ - არტიმატასი (85. მიტიდესი), ლაბანი - ხრისტოფი (77. ხარალამბიდესი), კასტანოსი, მაკრისი (72. ეფრემი)- სოტირიუ
გაფრთხილება: 2-2 ; კუთხური: 7-1; ჯარიმა: 7-6; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-0 (11-4); ბურთის ფლობა : 63%-37%; მაყურებელი 10 000

ესტონეთი - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოროსიდისი (2), 0:2 სტაფილიდისი (61)
ესტონეთი(4-2-3-1): აკსალუ - ტენისტე (31. კამსი), ბარანოვი, კალვანი, კალასტე - დმიტრიევი (80. მოსნიკოვი), მეტსი - მარინი, ვასილიევი, ლუტსი (69. პურიე) - ზენიოვი
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ტოროსიდისი (18. იკონომუ), პაპასტატოპულოსი (7. ტაშიდისი), მანოლასი, სტაფილიდისი - მანიატისი (87. ციოლისი), პაპადოპულოსი - ბაკასეტასი, მანდალოსი, კარელისი - მიტროღლუ
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 6-4; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-3 (4-5); ბურთის ფლობა: 59 % -41%; მაყურებელი: 4 500

გიბრალტარი - ბელგია 0:6
გოლები: 0:1 ბენტეკე (10, 0:2 ვიტსელი (49), 0:3 ბენტეკე (43), 0:4 მერტენსი (51), 0:5 ბენტეკე (56), 0:6 აზარი (79)
გიბრალტარი (4-4-2): იბრაჰიმი - ვაისმანი, ჟ. ჩიპოლინა, ოლივერო, ლ. ჩიპოლინა - გარსია, ბოსიო (46. პაიასი), ვოლკერი (80. ბარდონი), კ. კაშიარო (86. იომი) - ლ. კაშიარო
ბელგია (3-4-3): კურტუა - ვერტონგენი, სიმანი, ალდერვეირელდი - მუნიე, ვიტსელი, დეფური, კარასკო (53. ჩადლი) - მერტენსი (64. მირალასი), ბენტეკე (80. ბატშუაი), აზარი
გაფრთხილებაა: 1-0; კუთხური: 1-7; ჯარიმა: 5-6; თამაშგარე:1-0 კარში დარტყმა: 1-9 (2-14); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი 1 500

თ მ ფ წ ბ ქ
ბელგია 3 3 0 0 13-0 9
საბერძნეთი 3 3 0 0 8-1 9
ბოსნია 3 2 0 1 7-4 6
ესტონეთი 3 1 0 2 4-7 3
კვიპროსი 3 0 0 3 0-7 0
გიბრალტარი 3 0 0 3 1-14 0

მომდევნო ტური
13 ნოემბერი:
კვიპროსი - გიბრალტარი, ბელგია - ესტონეთი , საბერძნეთი - ბოსნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული