მუნდიალი 2018. ევროპა. IV ტური. H ჯგუფი: ომი პირეოსში და ბელგიის გაფრენა [VIDEO]

AutoSharing Option
რობერტო მარტინესის ბელგია კვლავაც დაფრინავს. ესტონეთი შესაძლოა, გრანდი არ არის, მაგრამ 4-5 ბურთის სხვაობით ბალტიისპირელთა დამარცხება არც ისე ხშირი მოვლენაა.

ბელგიელები კი ადგნენ და მეტოქეს 8:1 მოუგეს. რომელუ ლუკაკუმ და დრის მერტენსმა ჰეთ თრიკები გაიფორმეს და ზემოდან თოთო საგოლე პასიც დაამატეს. "წითელ ეშმაკებს" 4-დან 4 მოგება აქვს და საუცხოო ბურთების სხვაობითაც იწონებენ თავს - 21:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგიასთან გაჯიბრების იმედი ამ ჯგუფში ალბათ, ნაკლებად აქვს ვინმეს და ამიტომაც, ხვდებით რა მნიშვნელობის მატჩი იყო საბერძნეთში, სადაც წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალი, დაძაბულობა და
დრამა ვნახეთ. ბოსნია ცოტა კურიოზული გოლით იგებდა, თანაც უშუალო კონკურენტის ტერიტორიაზე და ქულებითაც უთანაბრდებოდა მას, მარამ ბერძნებმა მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ბოლომდე ბრძოლა და სასურველ შედეგზე ჩაბღაუჭება შეუძლიათ - ცაველასმა მე-5 დამატებულ წუთზე გაათანაბრა.

კვიპროსმა კი ცოტა ინერვიულა გიბრალტართან, რომელიც საბოლოოდ გოლის გატანითაც ბედნიერი დარჩა, კვიპროსელებმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ამით გაიხარეს.

კვიპროსი-გიბრალტარი 3:1
გოლები: 1:0 ლაიფისი (29), 1:1 ლ. კასკარო (51), 2:1 სოტერიუ (65), 3:1 სიელისი (87)
კვიპროსი (4-2-3-1): პანაი - დემეტრიუ, სიელისი, ლაიფისი, ხარალამბუსი - არტიმატასი, კირიაკუ (90+1. ნიკოლაუ) - ხრისტოფი, კასტანოსი, ეფრემი (73. ხარალამბიდისი) - სოტერიუ (87. მიტიდესი)
გიბრალტარი (4-2-3-1): იბარჰიმი - გარსია, ბარნეტი, რ. კასკარო, მასკარენიასი - უოკერი, ჩიპოლინა - კ. კასკარო (74. გარო), ლ. კაასკარო, ბარდონი (68. ერნანდესი) - კაბრერა (85. პრისტლი)
გაძევება: მასკარენიასი (80)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-7 (7-3); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 18 000

ბელგია-ესტონეთი 8:1
გოლები: 1:0 მიონიე (8), 2:0 მერტენსი (16), 3:0 აზარი (23), 3:1 ანიერი (30), 4:1 კარასკო (62), 5:1 კლავანი (64-ს.კ-ში), 6:1 მერტენსი (68), 7:1 ლუკაკუ (83), 8:1 ლუკაკუ (88)
ბელგია (3-4-3): კურტუა - დენდონკერი, სიმანი, ვერტონგენი - მიონიე, კარასკო, დე ბრუინი, ვიტსელი (88. სიმონსი) - მერტენსი (79. ტილემანსი), აზარი (73. მირალასი), ლუკაკუ
ესტონეთი (4-4-1-1): აკსალუ - ტენისტე, ბარანოვი, კლავანი, კალასტე - ლუტსი (84. მარინი), მეტსი, დიმიტრიევი, მოსნიკოვი (63. კამსი) - ვასილიევი - ანიერი (85. ოიამაა)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20-5 (9-2); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 47 239

საბერძნეთი-ბოსნია 1:1
გოლები: 0:1 კარნეზისი (32-ს.კ-ში), 1:1 ცაველასი (90+5)
საბერძნეთი (4-4-1-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, სოკრატისი, ცაველასი - მანტალოსი, სტაფილიდისი, სამარისი, მანიატისი - ფორტუნისი - მიტროღლუ
ბოსნია (4-3-1-2): ბეგოვიჩი - ვრანიეში, სპაჰიჩი, ზუკანოვიჩი, კოლაშინაცი - ლულიჩი, იაიალო, ჰაიროვიჩი - პიანიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო
გაძევება: ჯეკო (80), პაპადოპულოსი (80)
გაფრთხილება: 4-8; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-11 (4-3); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 24 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 4 4 0 0 21-1 12
2. საბერძნეთი 4 3 1 0 9-2 10
3. ბოსნია 4 2 1 1 8-5 7
4. კვიპროსი 4 1 0 3 3-8 3
5. ესტონეთი 4 1 0 3 5-15 3
6. გიბრალტარი 4 0 0 4 2-17 0

მომდევნო ტური
25 მარტი:
კვიპროსი-ესტონეთი
ბოსნია-გიბრალტარი
ბელგია-საბერძნეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული