ლიგა 1. XXIX ტური: "მონაკო" ხუთი ქულით დაწინაურდა

AutoSharing Option
11 მარტს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ლიდერმა "მონაკომ" 2:1 დაამარცხა "ბორდო", გამარჯვებულთა შორის გოლები კილიან მბაპემ და ჟოაო მოუტინიომ გაიტანეს. "ბორდოს" პასუხი როლანის ძალიან კურიოზული გოლი იყო.

"გენგამმა" "ბასტია" 5:0 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი მასპინძელთა ლიდერმა ჯიმი ბრიანმა გაიტანა.

შაბათი. 11 მარტი
მონაკო-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (68), 2:0 მოუტინიო (74), 2:1 როლანი (84)

ნანსი-ლილი 1:2
გოლები: 1:0 დია (31), 1:1 დე პრევილი (63-პენ), 1:2 რონი ლოპეში (81)

მონპელიე-ნანტი 2:3
გოლები: 1:0 მუნიე (12), 1:1 ნაკულმა (24), 1:2 ნაკულმა (68),
2:2 ბუდებუზი (84), 2:3 სალა (89)

რენი-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 ტავარეში (42), 1:1 საიდი (58)

გენგამი-ბასტია 5:0
გოლები: 1:0 სალიბური (47), 2:0 დეო (56), 3:0 ბრიანი (70), 4:0 ბლასი (78), 5:0 მენდი (86)
გაძევება: დანიკი (61. ბასტია)

პარასკევი. 10 მარტი
ნიცა-კაენი 2:2
მარსელი-ანჟერი 3:0

კვირა. 12 მარტი
სტ. ეტიენი-მეცი 18:00
ლიონი-ტულუზი 20:00
ლორიანი-პსჟ 23:59

1. მონაკო - 68 ქულა; 2. ნიცა - 63; 3. პსჟ - 62; 4. ლიონი - 47; 5. მარსელი - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული