ლიგა 1. XXXI ტური და ლიგის თასი: პსჟ-ის ტრიუმფი და ბალოტელის გაცოცხლება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიმიტრი პაიე "მარსელის" მხსნელად მოგვევლინა, სწორედ მისი გოლის წყალობით არ წააგეს სამხრეთელებმა "ველოდრომზე" "დიჟონთან" დაპირისპირებაში. პაიემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. კორსიკული "ბასტია" ლიგა 1-ში 13 ტურია, ვერ იგებს, "ლილმა" დე პრევილის გოლით ეს სერიაც განაგრძო და "ბასტიაც" მთლად უქულოდ დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "რენი" "ლიონს" უკვე მე-5 წუთიდან 10 კაცით ეთამაშებოდა, არ წააგო. არადა, რამი ბენსებაინის წითელ ბარათს მასპინძელთა კარში პენალტიც მოჰყვა, რომელიც ალექსანდრ ლაკაზეტმა ვერ გაიტანა. შემდეგ კორნემ და მუბელემ გოლები გაცვალეს.

მარიო ბალოტელის გოლმა და საგოლე პასმა "ნიცას" მორიგი
სამი ქულა მოუტანა და ლუსიენ ფავრის გუნდი პსჟ-ს ქულამდე მიუახლოვდა.

ლიგის თასი: მეშვიდედ და ზედიზედ მეოთხედ
ლიონის "სტად დე ლუმიერზე" პსჟ ერთი თავით სჯობდა "მონაკოს", დიდი ანგარიშითაც მოუგო და სეზონის პირველი ტიტულიც ჩაიბარა - "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგის თასი მეშვიდედ მოიპოვა.

მარკო ვერატი, იულიან დრაქსლერი და ანხელ დი მარია უბრალოდ შეუჩერებელნი იყვნენ, რომელთაც მეორე ტაიმში მხარი ედინსონ კავანიმაც აუბა. ეჭვს იწვევს პსჟ-ის პირველი გოლი, რომელსაც ვიდეორეფერი ნამდვილად არ ჩათვლიდა, დანარჩენი გოლები კი ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა, განსაკუთრებით, "მონაკოს" ერთადერთი და კავანის პირველი, ორივე შემთხვევაში ბრწყინვალე კომბინაციებს გამოვარჩევთ.

პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი: "ვფიქრობ, ფრანგული ფეხბურთის ბატონ-პატრონები მაინც ჩვენ ვართ. ეს კარგად გამოჩნდა ფინალში, რომელშიც ხალხმა პსჟ-ის ნამდვილი სახე დაინახა. "მონაკოსთან" თამაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო. ახლა ჩვენთვის სეზონი იწყება, რომელიც მოსაგებია".

XXXI ტური
გენგამი-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 პრივა (59)
გაძევება: დიანი (27. ნანსი)

მარსელი-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 სერტიჩი (45 ს. კ.), 1:1 პაიე (48)

ბასტია-ლილი 0:1
გოლი: 0:1 დე პრევილი (48)

რენი-ლიონი 1:1
გოლები: 0:1 კორნე (52), 1:1 მუბელე (81)
გაძევება: ბენსებაინი (5. რენი)
გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (5. ლიონი)

ლორიანი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 მუკანჯო (29)
გაძევება: ბელუგუ (49. ლორიანი), დ. და სილვა (81. კაენი)

მონპელიე-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 დელორი (45)

ნანტი-ანჟერი 2:1
გოლები: 1:0 ნაკულმა (48), 2:0 ნაკულმა (54), 2:1 დიედიუ (55. ანჟერი)
გაძევება: სისოხო (86. ანჟერი)

ნიცა-ბორდო 2:1
გოლები: 0:1 ლაბორდი (9), 1:1 ბალოტელი (16-პენ), 2:1 ესერიკი (27)

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ლიგის თასი. ფინალი
მონაკო-პსჟ 1:4
გოლები: 0:1 დრაქსლერი (4), 1:1 ლემარი (27), 1:2 დი მარია (44), 1:3 კავანი (54), 1:4 კავანი (90)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე (93. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, მენდი - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ბაკაიოკო, ლემარი (77. კარდონა) - ჟერმენი (62. დირარი), მბაპე
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი (81. მატუიდი), ტიაგო მოტა (87. ლუკასი), რაბიო - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (56. პასტორე)
მაყურებელი: 57 841

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული