
ცოტა ხნის წინ, მადრიდულმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, "რეალი" და "მონაკო" 180 მილიონზე შეთანხმდნენ და 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი კარიერას მადრიდულ გუნდში განაგრძობს.
- Marca: "რეალი" და "მონაკო" შეთანხმდნენ - მბაპეს ტრანსფერი 180 მილიონი დაჯდება
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Sky Sports-ისა და ფრანგული Nice Martin-ის ჟურნალისტები "მონაკოს" დაუკავშირდნენ და ორივე გამოცემამ ერთი პასუხი მიიღო - "მონაკო" "რეალთან" შეთანხმებას კატეგორიულად უარყოფს.