საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტურის წინ: ცენტრალური მატჩის გარეშე

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-15 ტურის გამორჩეული შეხვედრა 1 დეკემბერს, "სტად ჟერლანზე" გაიმართება, სადაც პირველობის ლიდერი "ლიონი", ჩემპიონ "მონპელიეს" უმასპინძლებს.

რემი გარდის შეგირდებმა, შუა კვირაში "ველოდრომზე" "მარსელი" გაანადგურეს და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია დაიბრუნეს. კარგი განწყობაა "მონპელიეს" ბანაკშიც, რადგან გუნდმა ოთხშაბათს, ლიგის თასის მეოთხედფინალში "ნიცა" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სწორედ "ნიცას" ესტუმრება "პარი სენ ჟერმენი", ვინც ოპონენტის მსგავსად, ლიგის თასზე მარცხი განიცადა. ისტორიულად, პსჟ-ს ნიცაში თამაში ძალიან უჭირს, რადგან ბოლო 8 მატჩიდან პარიზელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ექვსი
წააგეს.

კარლო ანჩელოტის ამ შეხვედრისთვის დანაკლისი არ აქვს, ასე რომ სტუმრები მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გავლენ და გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში წაუგებელი სერიის გაგრძელებას ეცდებიან.

"ლიონთან" განადგურებული "მარსელი" კი სათამაშოდ ბრესტში ჩადის. მასპინძლებს სერიოზული დანაკლისი აქვთ - მათი ლიდერი, ედენ ბენ ბასატი დისკვალიფიცირებულია და საკუთარ გუნდს "ოლიმპიკთან" ვერ დაეხმარება.

ელი ბოპს ახალი დანაკლისი არ აქვს, ხოლო ის რომ "მარსელს" ანდრე-პიერ ჟინიაკი ვერ ეხმარება, საკმაოდ ძველი ამბავია.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური

აიაჩო-სტ.ესიენი 0:0

1 დელემბერი
ლიონი-მონპელიე 20:00
ევიანი-ნანსი 23:00
ბორდო-სოშო 23:00
ლილი-ბასტია 23:00
ნიცა-პსჟ 23:00
ვალანსიენი-რეიმსი 23:00

2 დეკემბერი
ბრესტი-მარსელი 17:00
ტრუა-რენი 20:00
ლორიანი-ტულუზი 00:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 14 8 4 2 27-15 28
2. სენტ ეტიენი 15 7 5 3 24-10 26
3. პსჟ 14 7 5 2 23-10 26
4. მარსელი 14 8 2 4 18-15 26
5. ბორდო 14 6 6 2 18-11 24
6. ვალანსიენი 14 6 4 4 27-16 22
7. ტულუზი 14 6 4 4 23-16 22
8. რენი 14 7 1 6 18-17 22
9. ლილი 14 5 5 4 16-15 20
10. ნიცა 14 4 7 3 19-19 19
11. ლორიანი 14 4 6 4 22-27 18
12. მონპელიე 14 4 5 5 19-18 17
13. ბრესტი 14 5 2 7 14-18 17
14. ბასტია 14 5 2 7 21-33 17
15. რეიმსი 14 4 4 6 13-14 16
16. აიაჩო 15 4 6 5 15-19 16
17. ევიანი 14 4 3 7 16-22 15
18. სოშო 14 4 2 8 13-20 14
19. ტრუა 14 1 5 8 14-29 8
20. ნანსი 14 1 4 9 9-25 7

შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები
12 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), გომისი (ლიონი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 6 - ცვიტანიჩი (ნიცა), ერდინჩი (რენი), გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული