"პარი სენ ჟერმენთან" ერთად ტიტულს მოვიგებ, შემდეგ კი "მილანში" გადავალ. "როსონერი" საოცარი გუნდია, რომელშიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ვითამაშებ. ადრიანო გალიანისთან და არიედო ბრაიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს".
როგორც ჩანს, 23 წლის არგენტინელი საფრანგეთში ცხოვრებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის:
"პარიზში მე ყველა მენდობა: მწვრთნელი, პრეზიდენტი, თანაგუნდელები, მაგრამ პრესას ვერაფერი გავუგე. საფრანგეთში ჟურნალისტებს უცხოელების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ - ისინი თანამემამულეებს იცავენ, უცხოელებს კი მიწასთან ასწორებენ.
ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან გამიჭირდა.
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ფრანგმა ჟურნალისტებმა არგენტინელი გააკრიტიკეს, რაზეც პასტორემ პასუხი საკუთარ "ტვიტერზე" გასცა:
"მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ "მილანი" დიდი გუნდია. მომავალში იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ ამჟამად მხოლოდ პსჟ-ზე ვარ კონცენტრირებული.
ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები გვყავს, პარიზი კი ბრწყინვალე ქალაქია. მე აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ძალიან ბედნიერი ვარ".
შეგახსენებთ, რომ პასტორე "პარი სენ ჟერმენში" 2011 წელს გადავიდა, იქამდე კი "პალერმოს" ღირსებას იცავდა, სადაც 2 წელი გაატარა და 69 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. წელს არგენტინელმა ლიგა 1-ში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბურთია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"