მიკელ ლანდრო "ბასტიაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლილიდან" წამოსული მიკელ ლანდრო უგუნდოდ დიდხანს არ ყოფილა - 33 წლის კიპერმა "ბასტიასთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და კორსიკულ გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ლანდრომ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, "ლილთან" კონტრაქტი 6 დეკემბერს გაწყვიტა.

"გვინდა, ჩვენს გუნდში მიკელ ლანდროს ჩარიცხვის შესახებ გამცნოთ. კონტრაქტი მომავალ კვირას გაფორმდება, ფეხბურთელის პრეზენტაცია კი 31 დეკემბერს შედგება" - წერია "ბასტიას" ოფიციალურ საიტზე.

კორსიკული კლუბი სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ "სოშოს" 6 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული