29% - საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეკარეები შესრულებული პენალტების თითქმის მესამედს იგერიებენ. ბოლო ოთხი 11-მეტრიანი, რომელიც ლიგა 1-ში შესრულდა, მეკარეების ნადავლი გახდა. 23-ე ტურში თავი სიმონ პუპლენმა (სოშო) და გილერმო ოჩოამ (აიაჩო) გამოიჩინეს. ახლა იმ კიპერთა რიცხვი, ვინც თუნდაც ერთი 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა, ათამდე გაიზარდა. ამ კომპონენტში ერთპიროვნული ლიდერი იოან ტურამ-ულიენი (ტრუა) გახლავთ, რომელმაც მის კარში დანიშნული ოთხი 11-მეტრიანიდან სამი მოიგერია.
გუნდური მიღწევები:
8 - თამაში წაგების (7 მოგება და 1 ფრე) და გაშვებული გოლის გარეშე. "პარი სენ ჟერმენმა" საკლუბო
4 - "ლიონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:1), "აიაჩომ" წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდა. ასევე, კორსიკელებს სამი გოლი ერთ შეხვედრაში 2011 წლის 10 სექტემბრის შემდეგ არ გაეტანათ – მაშინ "აიაჩომ" "ვალანსიენს" მოუგო (3:1).
731 - "ბორდოს" ფეხბურთელებმა, "ვალანსიენსთან" შეხვედრაში 731 პასი გააკეთეს, რაც ამ გუნდისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. "ბორდოს" უკვე ექვსი მატჩია, არ წაუგია (3 მოგება და 3 ფრე), რის გამოც უკვე მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ინდივიდუალური მიღწევები:
1 - "ლიონთან" შეხვედრაში ადრიან მუტუმ ლიგა 1-ში პირველი დუბლი შეასრულა. ბოლო 7 შეხვედრაში რუმინელის ანგარიშზე 5 გოლია.
5 - "ნიცას" ცენტრალურმა მცველმა, ნემანია პეიჩინოვიჩმა, საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა. ამ სეზონში პეიჩინოვიჩის ანგარიშზე უკვე სამი ბურთია. მის გარდა, მსგავსი შედეგი მხოლოდ სამ მცველს აქვს.
32 - პიერ-ემერიკ ობამეიანმა ლიგა 1-ში 32-ე გოლი გაიტანა. ამ სეზონში გაბონელმა თავის გამოჩენა 10-ჯერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ "სენტ ეტიენის" ფორვარდს 32-ივე ბურთი თამაშიდან აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXIII ტური: პარიზელთა შთამბეჭდავი გამარჯვება