ლიგა 1. XXVII ტურის სტატისტიკური შეჯამება: შეუჩერებელი "სენტ ეტიენი"

AutoSharing Option
"სენტ ეტიენმა" 2013 წელს უკვე 20 გოლი გაიტანა; "მონპელიემ" შინ მორიგი მატჩი მოიგო; ტურის გმირი კი კრიხოვიაკი გახდა, რომელმაც "რეიმსს" პსჟ დაამარცხებინა.

მთავარი:
20 - "ნიცას" განადგურების შემდეგ (4:1), "სენტ ეტიენს" 2013 წელს უკვე 20 გოლი აქვს გატანილი. "მწვანეებმა" 8 მატჩიდან 6 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, რაც ბოლო 20 წელიწადში ამ გუნდისთვის წლის საუკეთესო დასაწყისია – 1993 წელს "სენტ ეტიენს", ზამთრის პაუზის შემდეგ, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. კრისტოფ გალტიეს გუნდმა 2013 წელს 5 გოლი გაუშვა, რაც პსჟ-სთან ერთად საუკეთესო
შედეგია. გუნდის 20 გოლიდან 13 ორი ფეხბურთელის ანგარიშზეა: ბრანდაომ თავი 6-ჯერ გამოიჩინა, პიერ-ემეიკ ობამეიანმა კი 7 გოლი გაიტანა.

გუნდური მიღწევები:
12 - "მონპელიემ" "რენს" 2:0 მოუგო და გოლი ზედიზედ მეთორმეტე შეხვედრაში გაიტანა, რაც გუნდის ახალი რეკორდია. ასევე, რენე ჟირარის შეგირდებმა შინ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს და ძველი მიღწევა გაიმეორეს.

4 - "ლილმა" "ბორდოს" 2:1 მოუგო და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, რონი როდლენმა ანგარიში გაათანაბრა და ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა, გამარჯვების მომტანი გოლი კი სალომონ კალუს ანგარიშზეა. "ლილმა" ამ სეზონში პირველად მოიგო მატჩი, სადაც თავიდან მარცხდებოდა.

6 - "რეიმსმა" სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "პარი სენ ჟერმენი" დაამარცხა. მასპინძლებმა სალვატორე სირიგუს კარის მიმართულებით 16 დარტყმა განახორციელეს, რაც ამ სეზონში გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.

ინდივიდუალური მიღწევები:
7 სულეიმან კამარამ "რენის" კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაამყარა (2:0). სენეგალელმა ფეხბურთელმა სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა, აქედან ექვსი კამარამ საშინაო არენაზე შეაგდო.

1 – "ნანსის" 19 წლის ფორვარდი ფლორან ზიტი ლიგა 1-ში სულ მეორე შეხვედრას ატარებდა. ზიტი ძირითადში პირველად მოხვდა, კარში სულ ორჯერ დაარტყა, მაგრამ სადებიუტი გოლის გატანა მაინც მოახერხა. საბოლოოდ "ნანსიმ" სტუმრად "სოშოს" 2:1 მოუგო და ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

2გრჟეგორჟ კრიხოვიაკმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა, "რეიმსს" "პარი სენ ჟერმენთან" მოაგებინა და ტურის გმირის სტატუსიც დაიმსახურა. პოლონელმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი პასი (77) გააკეთა და ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო (22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVII ტური: "პარი სენ ჟერმენი" შერცხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული