[+18 VIDEO] "წლის დასახიჩრების" ჩამდენს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია აკმარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომისიამ "ნიცას" ნახევარმცველ ვალენტენ ეისერიკს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ამრიგად, ჰავბეკი თავისი გუნდის დარჩენილ 11 შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ უხეშობისა და წითელი ბარათისთვის, რომელიც 27-ე ტურის მატჩში "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ მიიღო.

მაშინ ვალენტენმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველ ჟერემი კლემანს ფეხი, შეიძლება ითქვას, კოჭში "მოაწყვიტა".

საბრალოს დარტყმისგან მარჯვენა ფეხი კოჭში გადაემტვრა, ღია ჭრილობიდან კი ძვალიც გამოჩნდა... კადრები იმდენად საზარელია, სუსტი გულის მქონეებს მისი ნახვისგან თავის შეკავებას ვურჩევთ.

ძნელი სათქმელია, საერთოდ გააგრძელებს თუ არა ასეთი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი კარიერას.
რაც შეეხება დამნაშავეს, ეისერიკს იმდენი ნამუსი აღმოაჩნდა, რომ კომისიის განაჩენზე აპელაციის შეტანა არცკი უფიქრია.

VideoSportall.Ge
(+18) წლის დასახიჩრების ავტორს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია აკმარეს


ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVII ტური: "პარი სენ ჟერმენი" შერცხვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 11 თამაში, გაათრიეთ...
PARFIUMER
11:45 09-03-2013
0

სიახლეები პოპულარული