კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენისგან" თავისუფალია

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოოდ გაითავისუფლა თავი "პარი სენ-ჟერმენისგან" და ახლა შეუძლია ოცნების ასრულება - მადრიდის "რეალის" მწვრთნელობა.

კარლო ანჩელოტი კონტრაქტიდან თავის დასახსნელად 4,5 მილიონ ევროს გადაიხდის, ამ თანხას კი ის მომავალში მადრიდის "რეალისგან" მიიღებს.

ანჩელოტიმ კარგად განუმარტა პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის, რომელსაც არაფრით სურდა მისი გაშვება, რომ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ჯერ კიდევ იანვარში იცოდა მისი წასვლის სურვილის შესახებ.

სხვათა შორის, ანჩელოტის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ავტომატურად გახანგრძლივდა, რადგან კლუბმა შეძლო ტოპ-სამეულში შეღწევა (პსჟ სულაც ჩემპიონი გახდა).

რომ არა
ხელშეკრულების ეს პუნქტი, იტალიელი ახლა ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე დაემშვიდობებოდა პარიზულ კლუბს.

ასევე იხილეთ:
ლორან ბლანი პსჟ-ს შეუთანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული