"სენტ ეტიენს" "ლიონი" საკუთარ კედლებში 1993 წლის მერე არ დაუმარცხებია და საერთოდ, მას მერე მხოლოდ ერთხელ მოუგო საძულველ მეტოქეს. ამჯერად კი შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, როცა ჯიმი ბრიანმა 93-ე წუთზე გაიტანა და ლიონელებს 2:1 მოაგებინა. ფანებისა არ იყოს, ემოციები ვერც ფეხბურთელებმა და სტაფის წევრებმა მოთოკეს... დიდი მუშტი-კრივი გაჩაღდა.
მთავარი სკანდალი კი მატჩის შემდგომ აგორდა, როდესაც "ლიონის" პრეზიდენტმა
"მატჩის დასრულების შემდეგ კლუბების პერსონალს შორის პატარა შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩვენმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი "სენტ ეტიენის" მეკარეთა მწვრთნელმა ფაბრის გრანჟმა "ლიონის" ექიმს დაარტყა. სანამ მე მათ გაშველებას ვცდილობდი, რუფიემ ძლიერად ჩამარტყა ზურგში" - აღნიშნა ოლამ.
სტეფან რუფიე: "დაუჯერებელია, რომ მან ასეთი რამ თქვა და იკადრა. რასაც მაბრალებს, ასეთი რამ მართლაც რომ გამეკეთებინა, აქედან 3 წუთში ოლა ტელევიზიას ინტერვიუს ვერ მისცემდა. მე ადამიანებს ზურგში არ ვურტყამ და საერთოდ, არავის ვესხმი თავს. ეს ჩემს ცხოვრების წესსა და ხედვას ეწინააღმდეგება. ოლას განცხადება სამარცხვინოა".
საინტერესოა, რამდენად სერიოზულად გამოიძიებს ინციდენტს დისციპლინარული კომიტეტი და გამოავლენს თუ არა მტყუან-მართალს. იქამდე კი თავად გადაწყვიტეთ, რომელს დაუჯეროთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური. "იადონებმა" ბუდე გაიკეთეს [VIDEO]