ოფიციალურად: პსჟ პოლ პოგბას ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ მის კლუბს ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენა სურს.

იმას, რომ 20 წლის ტალანტის შენარჩუნება "ბებერ ქალბატონს" გაუჭირდება, უკვე ტურინშიც აღიარებენ.

აი, რა თქვა ალ-ხელაიფიმ "ლე პარიზიენთან" საუბარში: "პოლი ხომ პარიზელია. ის დიდებული ფეხბურთელია და ფრანგული ფეხბურთის მომავალი.

ვადასტურებ, რომ იანვარში მის ტრანსფერზე ჩვენ არ ვიზრუნებთ, მაგრამ სეზონის ბოლოს აუცილებლად შევეცდებით".

აქვე პსჟ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იანვარში პსჟ არავის იყიდის, თუ რომელიმე წამყვანი მოთ
ამაშე სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს. "არა მგონია, ვინმე ვიყიდოთ ამ ზამთარში, ჩვენ ისედაც ბრწყინვალე გუნდი ვართ".

ასევე იხილეთ:
ანდრეა ანიელი: "იუვენტუსი" კონტესა და პირლოს გარეშე ვერ წარმომიდგენია, პოგბას შენარჩუნება კი გაგვიჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული