საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტური: პსჟ-ის საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]

AutoSharing Option
ტური ფრანგულმა კლასიკმა დააგვირგვინა - "პარი სენ-ჟერმენმა" "მარსელს" უმასპინძლა. 50-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით მაქსველმა გაიტანა.

მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ედინსონ კავანიმ გაიტანა.

პსჟ-მ, ფაქტობრივად, საჩემპიონო განაცხადი გააკეთა ჩემპიონატის მთავარ მატჩში მოგებით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სენტ ეტიენი" გააფთრებით იბრძვის მესამე ადგილზე დასამკვიდრებლად. საამისოდ "მწვანეებს" "მონაკოს" დამარცხებაზე უკეთესი რა უნდა გაეკეთებინა? პირველ ტაიმში ნაადრევად გაჭაღარავებულმა ნახევარმცველმა ფაბიენ ლემუანმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორეში მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინეს გოლით. რომენ ჰამუმა ლამის ნახევარ "მონაკოს" გასცდა, რასაც მეკარე სუბაშიჩის შეცდომაც დაერთო - 2:0.
"სენტ ეტიენმა" "მონაკოსთან" ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "არასოდეს მითქვამს, რომ ჩემს გუნდს მესამე ადგილის დაკავება არ შეუძლია, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს - მესამეზე თუ მეშვიდეზე. მთავარია, ის განწყობა და შემართება შევინარჩუნოთ, რაც დღეს გვქონდა".

კლაუდიო რანიერი (მონაკო): "სენტ ეტიენმა" დღეს დაიმსახურა ეს გამარჯვება, თუმცა არ ვიტყოდი, რომ რადგან ეს თამაში წავაგეთ, ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. 130%-ით თუ დავიხარჯებით, ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ. სეზონის წინ ცხადი იყო, რომ ტიტულისთვის პსჟ ფავორიტი იქნებოდა. ამდენი ხანი გავიდა და ჯერ არ დაგვიკარგავს შანსი. თამაშს რაც შეეხება, ძალიან გაგვიჭირდა, თითქოს ჩავკეტეთ მეტოქე, მაგრამ თავად სულ ორიოდე მომენტი შევქმენით, ეს იყო და ეს".

ლიგა 1. XXVII ტური

ევიანი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ბარბოსა (61), 2:0 ვასი (77)

სტ. ეტიენი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 ლემუანი (17), 2:0 ჰამუმა (67)
მონაკო: სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, იზიმატ-მირინი, კურზავა - ტულალანი - მოუტინიო (46. დირარი), კონდობია - მარტიალი (46. ოკამპოსი), ჯ. როდრიგესი, ჟერმანი (81. ბერბატოვი)

სოშო-ბორდო 2:0
გოლები: 1:0 ჯ. აიუ (70), 2:0 ბაკამბუ (83)

რენი-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 ჟირესი (39), 0:2 იატაბარე (95-პენ)

რეიმსი-ვალანსიენი 3:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (21), 2:0 ონიანჟი (38), 3:0 შარბონიე (78), 3:1 პლასიდი (87 ს.კ.)

ნიცა-ტულუზი 0:2
გოლები: 0:1 ბენ ბასატი (65), 0:2 ბენ იედერი (90)
გაძევება: პალუნი (54. ნიცა)

ლორიანი-ბასტია 1:1
გოლები: 1:0 ეკველი (35), 1:1 ბრუნო (50)

აიაჩო-ლილი 2:3
გოლები: 1:0 ტალო (2), 1:1 კალუ (26-პენ), 1:2 კალუ (38), 2:2 ტალო (42), 2:3 კალუ (74-პენ)
გაძევება: სუმაორო (81. ლილი)

ლიონი-მონპელიე 0:0
ლიონი: ლოპეში - ლოპესი, კონე, უმტიტი, ბედიმო - გონალონი - ტოლისო, გრენიე, ფერი (78. ნჟი) ლაკაზეტი, ბრიანი (63. გომისი)

პსჟ-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 მაქსველი (50), 2:0 კავანი (79)
პსჟ: სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, მაქვსელი - მოტა - ვერატი,მატუიდი (86. კაბაი) - ლუკასი (86. პასტორე), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (70. კავანი)
მარსელი: მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მორელი - რომაო - პაიე, ვალბუენა, ა. აიუ - ტოვენი (58. იმბულა), ჟინიაკი

ბომბარდირები: 22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13- ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული