საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური: "მონპელიემ" ლიდერ "მარსელს" მეორედაც მოუგო

AutoSharing Option
9 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის XX ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა "მარსელმა" მონპელიეში მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიემ" მიმდინარე ჩემპიონატში "მარსელი" უკვე მეორედ დაამარცხა - პირველ წრეში, სტუმრად "ველოდრომზე" 2:0 მოუგო.

სტადიონ "სტად დე ლა მოსონზე" გამართულ შეხვედრაში როლან კურბისის შეგირდებმა ანგარიში 36-ე წუთზე, კევინ ბერიგოს გოლით გახსნეს, 62-ე წუთზე კი უპირატესობა ორბურთიანი პოლ ლანმა გახადა. სტუმრება დარჩენილ დროში "მონპელიეს" კარში მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს - 68-ეზე ბიიელ ომრანის გოლი ამ
მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.

"მარსელს" კვლავაც 41 ქულა აქვს და სატურნირო ცრილის სათავეში რჩება, თუმცა ამ ტურშივე მისი გადასწრების შანსი "ლიონს" ექნება, რომელსაც თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
10 იანვარი
ბასტია-პსჟ 20:00
ევიანი-რენი 23:00
გენგამი-ლანსი 23:00
ლილი-კაენი 23:00
ნიცა-ლორიანი 23:00
რეიმსი-სტ. ეტიენი 23:00

11 იანვარი
ლიონი-ტულუზი 17:00
ნანტი-მეცი 20:00
მონაკო-ბორდო 00:00

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტურის წინ: ძნელი ომები ლიდერთა კვარტეტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული