საფრანგეთის თასი. 1/16-ფინალი: "ლიონი" ლიონელმა გაწირა

AutoSharing Option
20 იანვარს, საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ყველაზე საინტერესო "ნანტისა" და "ლიონის" დაპირისპირება იყო.

ამ შეხვედრაში ანგარიში 89-ე წუთამდე 2:2 იყო, თუმცა "ნანტის" შემტევმა ვენსან ბესატმა გოლით დაასრულა და "ლიონი" ბრძოლიდან გამოთიშა. ბედის ირონიით, ბესატი ლიონელია.

* * *
ლუკა კიკაბიძის "ბასტია" "კევილთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ფრანგული კლუბის რიგებში 19 წლის ქართველის დებიუტი შედგა. ის მოედანზე 106-ე წუთზე გამოჩნდა, პენალტის დარტყმა კი არ მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული