ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორი მატჩით არის დისკვალიფიცირებული.

25 იანვარს პარიზული გუნდი სტუმრად "სენტ-ეტიენს" შეხვდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ბოლოს შვედმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, რომენ ამუმას განზრახ ჩაარტყა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

ფრანგული ლიგის დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ იბრაჰიმოვიჩი ორი მატჩით დასაჯონ, რომლებიც მარტში გაიმართება.

გამომდინარე აქედან, იბრაჰიმოვიჩი პირველ მარტს ჩემპიონატის შეხვედრას "მონაკოსთან" გამოტოვებს, ხოლო 4 მარტს - საფრანგეთის თასის დაპირისპირებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული