"ლიონმა" 2:0 დაამარცხა "ევიანი" და ლიგა 1-ის ლიდერი გახდა "პარი სენ-ჟერმენის" თამაშამდე. გოლები პირველ ტაიმში კლემან გრენიემ და ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანეს.
"ლიონს" და პსჟ-ს 71-71 ქულა აქვთ. სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ "ბასტიას" გამარჯვებას "სენტ ეტიენზე" - 1:0. ლუკა კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა.
ლიონი-ევიანი 2:0
გოლები: 1:0 გრენიე (20), 2:0 ლაკაზეტი (38-პენ)
ბასტია-სენტ ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 აიტე (84)
გენგამი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ბოვიუ (62-პენ), 2:0 მანდანე (94)
ლორიანი-ბორდო 0:0
მონპელიე-რენი 0:0
ნიცა-კანი 1:1
გოლები: 0:1 ბენეზე (15), 1:1 ედუარდო (41)
1. ლიონი 71 ქულა; 2. პსჟ - 71; 3. მონაკო - 62; 4. მარსელი - 60; 5. სენტ ეტიენი - 60.