ლიგა 1. XXXV ტური: "ლიონი" პსჟ-ს თამაშამდე პირველია

AutoSharing Option
2 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 35-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" 2:0 დაამარცხა "ევიანი" და ლიგა 1-ის ლიდერი გახდა "პარი სენ-ჟერმენის" თამაშამდე. გოლები პირველ ტაიმში კლემან გრენიემ და ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანეს.

"ლიონს" და პსჟ-ს 71-71 ქულა აქვთ. სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ "ბასტიას" გამარჯვებას "სენტ ეტიენზე" - 1:0. ლუკა კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა.

ლიონი-ევიანი 2:0
გოლები: 1:0 გრენიე (20), 2:0 ლაკაზეტი (38-პენ)

ბასტია-სენტ ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 აიტე (84)

გენგამი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ბოვიუ (62-პენ), 2:0 მანდანე (94)

ლორიანი-ბორდო 0:0

მონპელიე-რენი 0:0
გაძევება: ილტონი (92. მონპელიე)

ნიცა-კანი 1:1
გოლები: 0:1 ბენეზე (15), 1:1 ედუარდო (41)

1. ლიონი 71 ქულა; 2. პსჟ - 71; 3. მონაკო - 62; 4. მარსელი - 60; 5. სენტ ეტიენი - 60.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული